საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82161

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ თბილისში მალე გამოიცემოდა მისი ლექსების კრებული და მოთხრობა „ჭიაკოკონა“.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, თუკი მისი წიგნების გამოცემა კიდევ გაჭიანურდებოდა, შეეტანა განაცხადი სახელმწიფო გამომცემლობაში ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა არღვევდა ხელშეკრულებას „ქამუშაძის გაჭირვების“ გამოქვეყნების თაობაზე.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა და გამომცემლობა „ქართული წიგნი“ ერთმანეთს ებრძოდნენ და თვითონ უნებურად აღმოჩნდა მათი ქიშპობის მსხვერპლი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი სექტემბრის „დროებაში“ პოლიევქტო კვიცარიძის სტატია „საგრამატიკო ტერმინოლოგია“ დაიბეჭდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ ნიკოლო მიწიშვილს ძალიან ემადლიერებოდა თავისი წიგნების გამოცემის მეთვალყურეობის გამო.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წელს კირილ ზდანევიჩმა ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ ნიკო ფიროსმანის გამოფენებს მოსკოვსა და ლენინგრადში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წერილს დაურთო რამდენიმე ამონარიდი ორივე ქალაქის ცენტრალური გაზეთებიდან.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წელს კირილ ზდანევიჩმა ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ თბილისი მისი საყვარელი ქალაქი იყო, მაგრამ იქ ჩასვლას თავს არიდებდა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ათვალწუნებული ჰყავდა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წელს კირილ ზდანევიჩმა ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ მოსკოვის შემდეგ ნიკო ფიროსმანის გამოფენა ლენინგრადშიც მოეწყო, რაც უდიდეს მოვლენად იქცა ორივე ქალაქის სახელოვნებო ცხოვრებისთვის.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 24 დეკემბერს მარიამ მაჭავარიანმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ მამა, დავით კლდიაშვილი, სულ უფრო სუსტად გრძნობდა თავს და სთხოვა, მალე ჩამოსულიყო სოფელში მის მოსანახულებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გზათა მინისტრ მიხეილ ხილკოვისთვის რუსეთიდან ბაქო-ბალაჯარის გზით მოვიდა განსაკუთრებული ვაგონი, რომელშიც ოთხგვარი განათება იყო მოწყობილი: გაზის, ელექტრონის, აცეტილინისა და ჩვეულებრივი სანთლისა. მინისტრს სურდა დაედგინა, რომელი იყო უკეთესი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელმა შესტაკოვმა თბილისის გამგეობის სხდომას გააცნო კავკასიის მთავარმართებლის წერილი (თბილისის გუბერნატორის წერილთან ერთად), რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ხმოსნებს, რომელთაც ქალაქის რამდენიმე ნაწილში ჰქონდათ უძრავი ქონება, შეეძლოთ აერჩიათ, რომელ საარჩევნო ნაწილში ჩაწერილიყვნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, მ. როტინიანცი ქართულ-ფრანგული ლექსიკონის მესამედ დაბეჭდვას აპირებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 იანვრის „დროების“ ცნობით, ნ. ახვლედიანი ალექსანდრეპოლი-ყარსის გზის შესახებ ცუდ ცნობებს იწერებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ ორშაბათის სხდომაზე განიხილა გრიგოლ არწრუნის წინადადება ქალაქის ცნობების რომელიმე გაზეთში დაბეჭდვის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ ორშაბათის სხდომაზე განიხილა გრიგოლ არწრუნის წინადადება სკოლების ღამის დარაჯთა წახალისების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ქართული წიგნი „სალამური“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 იანვრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თამადა და ტოლუმბაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 28 იანვრის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძემ სურამელი ვაჭარი გაძარცვა და დაჭრა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 ივნისს გიორგი ლეონიძემ შალვა რადიანს მისწერა, რომ ლიტერატურის მუზეუმს მწერლების კუთვნილი მემორიალური ნივთების შესყიდვის იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას ნივთების შეგროვება-შესყიდვაზე მწერალთა ფედერაციას უნდა ეზრუნა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 29 ივნისს ვალერიან გაფრინდაშვილმა შალვა რადიანს მისწერა, რომ მიიღო მისთვის გაგზავნილი ჟურნალები და შეეცდებოდა, მითითებული მასალები უმოკლეს დროში ეთარგმნა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას მისწერა, რომ მარჯანიშვილის თეატრის დირექცია მის და-ძმას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამემკვიდრეო ჰონორარის გადახდას უგვიანებდა, რომელიც მათ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის ერგებოდათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას წერილით სთხოვა, მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან ეშუამდგომლა, რომ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის გათვალისწინებული ჰონორარის ნაწილი მისი ძმის, გიორგი კლდიაშვილისთვის გადაეხადათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 16 ივლისს სერგო კლდიაშვილმა შალვა აფხაიძეს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, მისულიყო სახელგამში და მისი სახელით მოეკითხა უკრაინული თარგმანისთვის კუთვნილი ჰონორარი; ასევე გადაეცა ნიკოლო მიწიშვილისთვის, რომ ანაზღაურება ოთხი პოლიგრაფიული თაბახის საფუძველზე დაანგარიშებულიყო.