რეგისტრირებული ფაქტები88368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გაემართა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადო კრებაზე დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე და იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე კულტურული კავშირის წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ მარტს საბურთალოს სახალხო სახლში ალექსი მეტრეველის, ბეგლარ ბეგლარიძისა და შ. მეტრეველის მონაწილეობით 5-მოქმედებიანი დრამა „დამარხებულნი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადო კრებაზე ლადო დავითის ძე გუდიაშვილი, შალვა გიორგის ძე შარაშიძე, სერგო დავითის ძე კლდიაშვილი და ალექსანდრე გრიგოლის ძე ციმაკურიძე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფელ ხაშმში ეს. ლოლაძის თაოსნობით კოოპერატიული პურის საცხობი დააარსეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 18 აპრილს სახალხო სახლში ვალერიან ლევანის ძე გუნიას მონაწილეობით „მეფე ლირი“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 11 აპრილს ქართველ ხელოვანთა საზოგადო კრებაზე იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი და ვალერიან ვლადიმერის ძე სიდამონ-ერისთავი სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძეს (მიწიშვილს) ფილტვების ანთება ჰქონდა.

