საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლის სექტემბერში გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში არსებულ ქართულ კოლონიაში მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 16 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ვიზების საკითხის მოსაგვარებლად და მომავალი სამუშაო გეგმების შესადგენად მადრიდში უნდა გამგზავრებულიყო. შეატყობინა, რომ ირაკლი ბაგრატიონი დაინტერესებული იყო ახალი საქმით.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს ბაგრატიონების შესახებ წერილის გამოსაქვეყნებლად ირაკლი ბაგრატიონის შვილის, გიორგი ბაგრატიონისა და მამის გიორგი ვახტანგის ძე ბაგრატიონის სურათიები გაუგზავნა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი მზად იყო მის დასახმარებლად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მას კორძაიასთან და ივანე ანდრონიკაშვილთან მუშაობა არ გაუჭირდებოდა და შეეძლო ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე გაეკეთებინა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ის მიესალმებოდა გერმანელ ჟურნალისტებთან გაერთიანებას. შალვა მაღლაკელიძის აზრით, გერმანელებთან მჭიდრო კავშირს მათ მომავალ საქმიანობაზე დადებითი გავლენა ექნებოდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიური ჟურნალ-გაზეთებიდან მისთვის საჭირო მასალის გაგზავნას ცდილობდა. შეატყობინა, რომ იგი რომში, ვია მოდენას N5-ში მდებარე პანსიონში ცხოვრობდა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 16 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში მისთვის რუსული და სამხედრო გაზეთების გაგზავნა არ შეეძლო.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 2 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ ირაკლი ბაგრატიონისგან მადრიდში ჩასვლისა და პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპატაკების თაობაზე სამი წერილი მიიღო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 2 აგვისტოს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ირაკლი ბაგრატიონის ნაცნობებს შეხვდა. მათი შეთანხმების თანახმად, შალვა მაღლაკელიძე სექტემბერში ესპანეთში უნდა წასულიყო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 2 აგვისტოს რომში მცხოვრებმა შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ირაკლი ბაგრატიონისთვის სამეფო გვარების შესახებ მოსამზადებელი სტატიისთვის მასალა ეთხოვა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 2 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ირაკლი ბაგრატიონის ორი მისამართი გაუგზავნა: S. A. R. Principe Irakly de Bagration Serrano 154, Madrid, L'Espagne. / S. A. R. Principe Irakli de Bagration Palacio de la Infanta Santillana del Mar (Santander) L'Espagne.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის პირველ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს იტალიიდან გაუგზავნა მისალოცი ბარათი და 30 წლის შესრულება მიულოცა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ივნისს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისი საქმიანობის შესახებ მიეწერა. გაიოზ მაღლაკელიძე „ექსპოსა“ და „აღმოსავლეთის ბროშურის“ ფუნქციონირების საკითხებით იყო დაინტერესებული.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 24 ივნისს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი ესპანეთში ქართული პოლიტიკური კომიტეტის დაარსებას აპირებდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 25-27 მაისს გალაკტიონი იყო ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს. ესტუმრა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სხვიტორში.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 21 მაისს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს გაუგზავნა გაზეთები: „პრავდა“, „იზვესტია“ და „ოგონიოკი“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 21 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო საერთო საქმისთვის ინფორმაციის მოძიებას მონდომებით ცდილობდა. შეატყობინა, რომ ვიქტორ ნოზაძე ბუენოს აირესში იყო და სტამბაში სამუშაოს ვერ შოულობდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 23 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს „იზვესტია“, „პრავდა“ და რუსულენოვანი წყაროებიდან ამოღებული ცნობები გერმანიაში გაუგზავნა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ჟურნალ „მერკიურში“ ალექსეი კრავჩენკოს შესახებ დაბეჭდილი წერილი წაიკითხა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 22 აპრილის წერილის მიხედვით, რომში შალვა მაღლაკელიძე და ენრიკო ინსაბატო აქტიურად მუშაობდნენ, რათა ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოთა რიგებში კავკასიური სახელმწიფოებიც ჩაეთვალათ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო კავკასიური საინფორმაციო ჯგუფის დაარსებას აპირებდა.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წლის 22 აპრილს შალვა მაღლაკელიძეს რომში ფათალი ხან ხოისკი ესტუმრა და შეატყობინა, რომ მაიორი დუდაგინსკი კაიროდან ოსმალეთში უნდა გადასულიყო.