რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წელს გრიგოლ ბესარიონის ძე ანთაძე ხარაგაულში ფაქუთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 9 თებერვალს ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი გაბრიელ მათეს ძე ცაგარეიშვილი გარდაიცვალა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის გამგეობაში გამართულ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც იყო ვასილ ჩერქეზიშვილი, განიხილეს ციციშვილის აღმართზე კლდის შეკავების საკითხი.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის მინდობილობით აგრონომებმა ს. ნ. ტიმოფეევმა და ადოლფ როლოვმა შეიმუშავეს სიმინდის ჭიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და შეადგინეს სახელმძღვანელო, რომელიც წიგნად გამოიცა რუსულ და ქართულ ენებზე. წიგნი უფასოდ დაურიგეს ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებლებს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 მარტს „ჯეჯილის“ რედაქტორ-გამომცემელმა ანასტასია წერეთლისამ ჟურნალის სასარგებლოდ გამართა საბავშვო დილა, რომელზეც წარმოადგინეს პიესა „ყვავილთა შორის“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გამართულ კრებაზე აირჩიეს პირები, რომელთაც ივანე კერესელიძის საფლავზე ძეგლის დადგმის საქმე უნდა მოეწყოთ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე დრამატული საზოგადოების გამგეობისა და სცენის მოღვაწეთა ყრილობის მომწვევი კომისიის წევრი იყო.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავდნენ მოძრაობის ნაწილის უფროსი ინჟინერი ვერხოვსკოი, მატერიალური ნაწილის უფროსი ინჟინერი ლენჩევსკი და მთავარი ბუღალტერი ა. ს. პუშკარევი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი ვებერის პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“ სცენაზე დასადგმელად ნებართვის მისაღებად კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რათა „ვეფხისტყაოსანი“ დედანში წაეკითხა და ისე ეთარგმნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იუსტიციის სამინისტრომ კავკასიაში გამოგზავნა თავისი მოხელე კაზარინი. მას დავალებული ჰქონდა ადგილობრივი საპატიმროების მდგომარეობის გაცნობა და მის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.