საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93118

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. ის საუბრობს ამერიკა-ჩინეთ-კორეის ომის შესახებ, ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი გაურბის საერთაშორისო შეტაკებას.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა სიტყვა თანამემამულეების წინაშე და გამოქვეყნდა მისი წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე, რომელშიც ის საუბრობს ქართული ემიგრაციის საერთო აპარატის შექმნაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე. წერილის თანახმად, „რუსეთის ხალხთა გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა“ მიმართა ქართულ ემიგრაციას პროპაგანდისტული მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ანტიბოლშევიკური ბლოკის შექმნაში, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის მოხსენება „დღევანდელი საერთაშორისო ვითარება და მისი გამომწვევი მიზეზები“, რომელშიც ის საუბრობს მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობის სიძნელეებზე, მე-2 მსოფლიო ომზე, აზიაში გამძვინვარებულ სტიქიაზე და ამ პირობებში, ქართველ ხალხს ისევ მოუწოდებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „საქართველოს დაპყრობის ისტორიიდან“ საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის 30 წელთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 1921 წლის 4 იანვარს პოლიტბიუროს სხდომაზე სერგო ორჯონიკიძემ წამოჭრა საქართველოს იარაღით დაპყრობის საკითხი. მას მხარი დაუჭირეს სტალინმა და ფილიპე მახარაძემ, თუმცა ლენინმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეორე დღეს სხდომაზე საიდუმლოდ ითათბირეს ტროცკი-სტალინმა და გზა დაულოცეს ორჯონიკიძეს დაგეგმილ მზაკვრულ გეგმაში.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა გამოაქვეყნა საპროტესტო წერილი გაზეთის „Русская мысль“ რედაქტორისადმი ე.წ „პარიზის ბლოკის“ მიერ ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკული კომიტეტისათვის წარსადგენი მემორანდუმის (რომელსაც ხელს აწერს ევგენი გეგეჭკორი) გადაკეთებული სახით დაბეჭვდის გამო (რუსულ ენაზე).

1951

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ქონიაშვილი გარდაიცვალა 1951 წელს ბუენოს-აირესში. დაკრძალულია იქვე.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და მისწერა, რომ იტალიაში დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა. სთხოვა, მისთვის საკორესპონდენტო ბარათები გაეგზავნა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 20 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ენრიკო ინსაბატო დაეხმარებოდა, იგი ორ თვეში ევროპაში იქნებოდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისთვის ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფიული ცნობები გაეგზავნა. შეატყობინა, რომ ამერიკულ კომიტეტთან საქმე მალე დასრულდებოდა.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 11 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ ვამეხ მაღლაკელიძისთვის ნათლობის სახელად ერთ-ერთი პაპის სახელი შეერჩია და მისთვის ნიკოლოზი ან შალვა დაერქმია.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანიდან მისწერა, რომ მისი კორესპონდენტობის ქაღალდები შეენახა, რადგან ენრიკო ინსაბატოსთან შეთანხმების შემდეგ აცნობებდა საბუთები მისთვის კოჰატში უნდა გადაეგზავნა, თუ რომში.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის 10 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე და გაიოზ მაღლაკელიძე გერმანიაში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 8 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სმენა დაუბრუნდა. სთხოვა, რუპოლდინგში სახლი არ გაეყიდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 29 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანის ჰავას ვერ შეეგუა და სმენის პრობლემა შეექმნა. იგი ვიზის საკითხის მოგვარებას ცდილობდა, რათა დროულად წასულიყო სხვა ქვეყანაში.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ცუდი კლიმატის გამო პაკისტანში ცხოვრება და საქმიანობა ძალიან უჭირდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 1-ელ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ცუდი კლიმატის გამო პაკისტანში ცხოვრება და საქმიანობა ძალიან უჭირდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი ავღანეთში, კაიროსა და კარაჩში იყო. ირანში გადასვლას კი უვიზობის გამო ვერ ახერხებდა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა დიდი სიცხეების გამო ვერ შედგა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 15 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს საკუთარი მისამართი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ენრიკო ინსაბატოს დელეგაციის წევრის სახელით კოჰატსა და პაკისტანში აპირებდა მუშაობას.

1950

ტიპი: ღონისძიება

1950 წლის 1-ლ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში დაარსებულ პროფესიონალი ჟურნალისტების საზოგადოებაში მიიღეს. ეს ორგანიზაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის იყო. მისი თქმით, ერთი წელი დასჭირდებოდა იმის დამტკიცებას, რომ კავკასიელები ევროპელები ვართ.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 1-ლ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში დაარსებულ პროფესიონალ ჟურნალისტთა საზოგადოებაში ოცამდე ჟურნალისტი იყო და მიიჩნევდა, რომ მათთან დაახლოება სასარგებლო იქნებოდა საერთო საქმიანობისთვის.

1950

ტიპი: ორგანიზაცია

1950 წლის 1-ლ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში იყო უცხოელი ჟურნალისტების ორი ორგანიზაცია: „საზოგადოება უცხოელი ჟურნალისტებისა“ შემოკლებით „ტასს“, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ბოლშევიკები და სხვ. , და „თავისუფალ პროფესიონალურ ჟურნალისტთა ასოციაცია ცენტრალური და აღმოსაცლეთ ევროპისა“. მასში შედიოდნენ: ლიტველები, ლატიშები, უნგრელები, უკრაინელები, ალბანელები და სხვანი.

1950

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1950 წლის პირველ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ იგი გერმანელ პელიგრინს შეუთანხმდებოდა შალვა მაღლაკელიძე მას 200 მარკას გაუგზავნიდა. შეატყობინა, რომ მომავალში ახალ მისამართზე მიეწერა: ვია მოდენას N5.