საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82428

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „ედემის კართან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის სტატია „ოგიუსტ როდენი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „სიტყვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აღდგომის ღამე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ უნდა გამართულიყო წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა და კონსტანტინე ყიფიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა ნაპოლეონ ამატუნისა და ერთ-ერთი მალაკნის დიალოგი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ სიღნაღში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ პეტრე ნაცვალოვის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის პირველი ტომი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ოქუაშვილის სტატია „ხიდისთავი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „აშოთან, თუ შოთა?“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანსკიმ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ გორის საქალებო სასწავლებელს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროებაში“ ვლადიმერ აღნიაშვილის სტატია „ბიბლიოგრაფიული წერილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ცერცვაძემ ოთხოქმედებიანი პიესა „ევგენი, ევგენიჩ ზანზალოვი“ დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „პატარა შენიშვნა ძველი სენაკიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა მღვდლის, კალისტრატეს (კირილე ჩიჩუას) წერილი ვარძიის მონასტრის შესახებ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ნიკოლოზ ალექსის ძე მესხიევმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა დოქი, ჯამი, აბასთუმანში ნაპოვნი კოჭობი და ქოთანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ელენე ჩერქეზიშვილი პარიზის თეატრ „იმპერიალში“ თამაშობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მარტში არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილმა ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობისთვის მოამზადა მოხსენებები: „ბენეფისი და იუბილე“ და „საპენსიო კასა“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო მეთევზეობის განყოფილების საექსპორტო კომისიის მუშაობა მ. ი დოლუხანოვის თავმჯდომარეობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მარტში მიხეილ ქორიძემ ქართული სცენის მოღვაწეთა ყრილობისთვის მოამზადა შემდეგი მოხსენებები: „მოძრავი თეატრი საქართველოში“, „ქართველი მსახიობის სპეციალური სწავლა-განათლება“ და „სასურველი და საჭირო ანსამბლი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ინჟინერ რაგოლერს ფუნიკულიორის მოსაწყობად სახაზინო მიწის ნაკვეთი გადაეცა.