რეგისტრირებული ფაქტები90008
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1900 წლებში სოხუმის ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი) ცდილობდა ქართული ენა სკოლებიდან განედევნა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ პეტერბურგიდან ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტი ჩამოიტანა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898-1900 წლებში სოხუმის ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი) ცდილობდა ქართული ენა განედევნა ეკლესიებიდან. წირვა-ლოცვა ტაძრებში სლავურ ენაზე ტარდებოდა და სრულიად გაუგებარი იყო რუსულის არმცოდნე ქართველი მორწმუნეებისთვის.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1900 წლებში სოხუმის სასულიერო უწყებას ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი) ხელმძღვანელობდა და მის გარემოცვაში ყველა მღვდელი რუსი იყო.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ე. ა. შენინგი თბილისში თავისუფალი ცეცხლის ჩამქრობი საზოგადოების დაფუძნებას აპირებდა.
1873
ტიპი: მფლობელობა
1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქართველების კრიტიკით გამორჩეულ რუს პუბლიცისტსა და გამომცემელს, მიხეილ ნიკიფორეს ძე კატკოვს, სოხუმის მახლობლად დიდძალი მამულები შეუძენია.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სამოქალაქო გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელშიც იასონ თუმანოვი, ნაპოლეონ ამატუნი, გიორგი ევანგულოვი და ფიოდორ გერშელმანი მონაწილეობდნენ.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის ფოსტის ყოფილი მმართველი სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი სტავროპოლის ფოსტის მმართველად დაინიშნა.

