საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90015

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა წაიკითხა მოხსენება მიწის საკუთრების დაცვის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატის სესია სენატორ ვრასკის თავმჯდომარეობით ყარსში გაემგზავრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში სახალხო სახლის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ილია გაბრიელის ძე ჩუბინაშვილისთვის ხის ფეხის გასაკეთებლად ფული შეეგროვებინათ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ექიმი მიხეილ ზანდუკელი მოსკოვის ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში უნდა წარმოედგინათ „მარგარიტა გოტიე“ ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა 4-მოქმედებიანი დრამა „ბორკილი", რომელშიც მონაწილეობდნენ ვარლამ გაბუნია, იოსებ ივანიძე, კოტე მესხი, სვიმონ სვიმონიძე (სვიმონ გოგოლაშვილი), კონსტანტინე შათირიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფის ძე ჩხეიძის მიერ თარგმნილი ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვის ქართველთა საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის წერილი „სამუსიკო განყოფილება აკაკის დილაზე 8 მარტს“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მარ. რომანიშვილისა ავად იყო.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი-იუჟინი მოსკოვის ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი ბაქოში მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისს სახაზინო თეატრში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილ-იუჟინის მონაწილეობით „ციხის საიდუმლო“ წარმოადგინეს. საზოგადოებას სპექტაკლი მოეწონა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ონის ქართველ ებრაელთა რაბინმა დავით ბააზოვმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი „ლიტერატურული გასამართლება ბაქოში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვაზე წიტყვა წარმოთქვა მღვდელმა იოსებ მირიანაშვილმა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მესხის ლექსი „ჰეინედან“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის ლექსები და პოემები გამოიცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „სიბერე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ევგენი ფურცხვანიძის მოთხრობის „დედის მკვლელი“ VII ნაწილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო (ვასილ) ალექსის ძე აბაშიძეს ბორჯომში ზეიმით შეხვდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მსახიობ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიას ფოტოსურათი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ვაჩნაძის წერილის „ვლ. ს. ალექსი-მესხიშვილი“ II ნაწილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილის დაკრძალვის დღეს ქაშვეთის ეკლესიაში ივანე გომართელმა გარდაცვლილის შესახებ ისაუბრა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე გერასიმეს ძე რუხაძემ დაწერა სამმოქმედებიანი კომედია „ქვეყნის მარილი“.