რეგისტრირებული ფაქტები90015
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანს გაუგზავნა გაზეთები „ვოზროჟდენიე“ და „ბორბა“, რომლებშიც მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერი ბრალს დებდა მას ყალბი ცნობების გავრცელებაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი შრედერის საქმესთან დაკავშირებით რედაქციას სწერდა, რომ თავდაპირველად არ სურდა გაზეთ „ვოზროჟდენიეში“ დაბეჭდილ ცილისწამებლურ წერილზე პასუხის გაცემა, მაგრამ გაზეთ „ბორბას“ მიღების შემდეგ თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრი ალექსანდრე ასათიანი სოხუმში იმყოფებოდა, როცა მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერმა პრესაში მასზე ცილისმწამლებლური წერილები გამოაქვეყნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ ნოე მანუჩარის ძე ყიფიანის მოხსენებაზე შესაბამისი თეზისები მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პირველმა სექციამ აგრონომ ვასილ რცხილაძის მოხსენება მიიღო და დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მთავრობის წინაშე დახმარების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ მანდელშტამის მოხსენებაზე შესაბამის თეზისები მიიღო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ვარსკვლავთ-მრიცხველობის განძი“. ავტორის ცნობით, ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის ოჯახში აღმოჩნდა ისტორიული და ვარსკვლავთმრიცხველური განძი – თითბრის ფიცრისგან დამზადებული დედამიწის მოდელი ცის მნათობებით, ზღვებით და მთელი შემადგენლობით, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდა. საოცარი ოსტატობით იყო აღნუსხული დედამიწის ტრიალი, წელიწადთა და დროთა ბრუნვა, მთვარისა და მზის მოძრაობა. წარწერა, რომელიც დედამიწისა და ცის მოდელს ჰქონდა, ვახტანგ მეფეს ეკუთვნოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის მეორე სექციამ მიიღო აგრონომ ოქროპირიძის მოხსენება შესაბამისი თეზისებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს აგრონიმიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობაზე ი. ქურდიანის მოხსენებასთან დაკავშირებით გამართული კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ აგრონომთა კავშირი აუცილებლად უნდა დაარსებულიყო, რომელშიც უმაღლეს, საშუალო და დაბალი ცენზის მქონეთა გარდა უნდა შესულიყვნენ საზოგადოებრივ-აგრონომიულ სფეროში მომუშავე პირები.

