საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92944

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის თხოვნა სკოლებისთვის საჭირო სათვალსაჩინო ნივთების დამზადებისა და მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ერობისთვის ეცნობებინათ, რომ ამ საკითხის შესახებ შესაბამის დაწესებულებებს ზომები უკვე მიღებული ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება ვაჟა-ფშაველას ნაწერების შეგროვებისა და გამოცემის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის მოწესრიგება პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება ძველი ვალების ჩამოწერის შესახებ. გამგეობამ კარიჭაშვილის წინადადება მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინო ყიფიანის წერილი „რის მსხვერპლად?“

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „ლოიდ ჯორჯის პოლიტიკა და საფრანგეთი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „არჩევნებისათვის“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 27 მარტს დიდუბის ტაძარში ტრაგიკულად დაღუპულ სამხედრო მფრინავ გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა წარადგინა დეკრეტი „მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის“ დაარსების შესახებ. დეკრეტი უკამათოდ მიიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ლტოლვილნი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გოგია ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას შვილიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბაბილინა ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ალექსანდრა (გულიკო) ზურაბის ასული ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ (ვალოდია) ზურაბის ძე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი ზურაბის ძე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სალომე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას მეუღლე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სენაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ზურაბ გუდუს ძე ბელქანია გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანდრია ვასილის ძე მალაშხია გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალვა ვასილის ძე მალაშხია გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ალექსანდრე ვასილის ძე მალაშხია გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ მალაშხია სამხედრო მფრინავ გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მინადორა (ნადია) ზურაბის ასული ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თედოტი (ბიჭიკო) ზურაბის ძე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინო მალაშხია სამხედრო მფრინავ გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას დედა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე მალაშხია სამხედრო მფრინავი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.