რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1948
ტიპი: თანამდებობა
1948-1949 წლებში გიორგი გაბუნია იკავებდა თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937-1948 წლებში გიორგი გაბუნია იყო სოხუმის ქართული თეატრის მსახიობი, დირექტორი და რეჟისორი.
1963
ტიპი: გარდაცვალება
ორდე დგებუაძე გარდაიცვალა 1963 წლის 22 ნოემბერს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის მარტში ორდე დგებუაძეს მიენიჭა მეცნირების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
1963
ტიპი: ღონისძიება
1963 წელს ორდე დგებუაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეცხრამეტე საუკუნის ქართული დრამატურგია” და მას მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1940
ტიპი: თანამდებობა
1940-1955 წლებში ორდე დგებუაძე ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1925
ტიპი: თანამდებობა
1925-1927 წლებში ორდე დგებუაძე მუშაობდა მასწავლებლად საჩხერის საშუალო სკოლაში.
1938
ტიპი: თანამდებობა
1938-1946 წლებში ორდე დგებუაძე მუშაობდა კინოსტუდიის გადამღები ჯგუფის ადმინისტრატორად.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929-1938 წლებში ორდე დგებუაძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მილიციის სამმართველოს ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსად.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926-1929 წლებში ორდე დგებუაძე მუშაობდა თბილისის კინოსტუდიის მულტცეხის ადმინისტრატორად.

