საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82634

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივს, ოლღა გურამიშვილს შეუარა. ქვრივმა იცნო, მაგრამ მასთან საუბარზე უარი განაცხადა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 15 სექტემბრის შემდეგ ტუაფსეში გამგზავრებული კარპე ფირანის ძე შენგელია დაიკარგა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.

1919

ტიპი: ავტორობა

განათლების სამინისტროს მთავარგამგემ, გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმისმწარმოებელი კ.აბაშიძე) ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარეს კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძეს 1919 წლის 13 სექტემბერს სასწრაფო დეპეშით აუწყა, რომ მაზრის სკოლების დასაკმაყოფილებლად ონის ხაზინაში 100 ათასი მანეთი გაგზავნეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, ი. გიორგობიანი ვ. წულაძე, იპ. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების წარმომადგენელის ტ. კახიძის მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. ტ. კახიძისა და სკოლის გამგე გ. ნათაძის აზრით, სკოლას სჭირდებოდა ნივთიერი დახმარება 73100 მანეთი. ამ თანხიდან ნახევარი – 36550 მანეთი, მომავალი 1920 წლის მარტამდე გამგეობას უნდა გაეღო და მოეძებნა ღირსეული, სათანადოდ მომზადებული მასწავლებლები. უნდა გამოცხადებულიყო გაზეთებში და ჯამაგირად დანიშნულიყო თვეში 1500 მანეთი ბინით და განათება-გათბობით. გამგეობის განჩინებით, გამოიყო თანხა, მასწავლებელი და სკოლის გამგე უნდა აერჩიათ გამგეობის რეკომენდაციით. გამოცხადდა გაზეთში გამგისა და მასწავლებლის ადგილის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის გამგეობის სურვილი მაზრაში არსებული სახალხო სკოლებისათვის საზოგადოების წიგნების საწყობიდან სახელმძღვანელოების შეძენის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, წიგნების საჭირო რაოდენობა მიეცათ იმ პირობით, თუ ღირებულების 2/3-ს წიგნების მიღების დროს გადაიხდიდნენ, ხოლო დანარჩენ 1/3-ს – ერთი თვის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის განყოფილების მუშაობის შეჩერების საკითხი. წიგნის მაღაზია დაკეტილი იყო, ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ქალაქის თვითმმართველობას 20000 მანეთი ჰქონდა გადადებული და ამ ფულის მიმღები არავინ იყო. გამგეობამ დაადგინა, სასწრაფოდ შეეკრიბათ ცნობები სამტრედიის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც ამ საკითხზე იმსჯელებდნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 13 სექტემბერს პოლკოვნიკი ალხავი ბოლშევიკების ნასროლი ბომბით გარდაიცვალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 13 სექტემბერს ბოლშევიკებმა ბომბი ესროლეს ეტლს, რომლითაც გენერალი ბარათოვი და გენერალი ოდიშელიძე მგზავრობდნენ, ორივე დაშავდა. პოლკოვნიკი ალხავი, მძღოლები და რამდენიმე გამვლელი დაიღუპა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ერობების წარმომადგენელთა II ყრილობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე ბესარიონის ძე რამიშვილმა თვითმმართველობის სახელმწიფო მნიშვნელობაზე ისაუბრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 სექტემბერს აჭარის დელეგაცია წარუდგა საზავო კონფერენციის საგანგებო უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს და ბრიტანეთის პოლიტიკური მისიის თავმჯდომარეს, უორდროპს. დელეგაციას კარგად შეხვდნენ და ხანგრძლივად ისაუბრეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ქართველ მუსლიმთა დელეგაცია და ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი ესტუმრნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის ინიციატივით მეთამბაქოეობის განსავითარებლად და წასახალისებლად წინადადებები მუშავდებოდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით, სამი თვით ციხეში ყოფნა მიესაჯათ ყარამან ზვანგაიას, მიხეილ მარღანიას, ომარ ემუხვარს, რაჟდენ კაკუბავას და სპირიდონ ქოლბაიას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებამ ადგილობრივი პრესის საყურადღებოდ გამოაქვეყნა ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის წერილი, რომელშიც იგი ადგილობრივ პრესაში მის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ იტყობინებოდა.