საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90017

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს თანამდებობის აღსრულებას შეუდგა იუსტიციის მინისტრად ახლად დანიშნული რაჟდენ არსენიძე, რომელმაც იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ევგენი გეგეჭკორთან ერთად დაიარა სასამართლო უწყების დაწესებულებები და გაეცნო სასამართლო მოხელეებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო დაწესებულებათა უფროსებმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს საოლქო სასამართლოს დარბაზებში მყოფ, ახლად დანიშნულ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძეს სიტყვით მიმართა სასამართლო მოხელე ა. შანშიაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებულ კარნავალში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლებიც საკარნავალო მსვლელობისას მორთულ ავტომობილში ისხდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დადგმულ სუმბათაშვილის სპექტაკლ „ღალატში“ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნინო ჩხეიძემ ზეინაბის შესანიშნავი შესრულებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგა ალექსანდრე სუმბათაშვილის სპექტაკლი „ღალატი“, რომელმაც დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. მონაწილეობდნენ: ნინო ჩხეიძე, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვიქტორ გამყრელიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა გეორგი ჩიჩერინმა რადიო-ტელეგრამაში წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან-ხოისკის.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

პავლე (რასტემინ) პეტრეს ძე რაზავისს, რომელსაც 1920-1921 წლებში ფოსტის უფროსის თანამდებობა ეკავა, ბრალად დასდეს ტუსაღების ცემა და პატიმრობა მიუსაჯეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ივანე ცომაია წითელ ხიდთან მომხდარ აზერბაიჯანის პირველ ომში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ივანე ცომაიამ თბილისის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ ანჩაბაძემ თავი დაანება სამხედრო სამსახურს და სოხუმში დაბრუნდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებლის მზრუნველ კომიტეტში სახალხო განათლების წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის იანვარში დუშეთის საგანგებო სამხედრო-საველე სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ტუსაღებს: გრიქულა ისაიანს, შაქრო ლალიაშვილს, ალექსი ვერძელს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ციხეთა ინსპექტორი ივანე იაშვილი ქუთაისის გუბერნიაში გაემგზავრა სამაზრო ციხეების დასათვალიერებლად, უკან დაბრუნების შემდეგ კი ადმინისტრაციის ინსპექტორს ციხეების მდგომარეობის შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდიდან აცნობეს, რომ სროლის დროს დაიჭრა ცნობილი ყაჩაღი გოგია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ილია ლომიძე სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის „მეურნე“ რედაქტორად მიიწვიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ ანტონის ძე ლომოური ერობათა კომიტეტის სამედიცინო განყოფილების გამგე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა ყრილობა, რომელზეც 120-მდე დელეგატი გამოცხადდა. ყრილობას განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან და ოლქის სასამართლოს პროკურორ კანდელაკთან ერთად თბილისის მეორე ციხე დაათვალიერა. მან პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები პატიმრებისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ევგენი გეგეჭკორმა ჩიჩერინის საპასუხოდ უარი განაცხადა სამხედრო ჩარევაზე რუსეთის სამოქალაქო ომში, რადგან ეს ქართველ ხალხს დიდ გაჭირვებაში ჩააყენებდა და რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას შეხვდნენ საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური კავკასიაში დე ნონანკური, რომელმაც მთავრობის მეთაურს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა, სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვანეს თუმანიანი და თბილისში მყოფი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ბათუმის ქართველ მუსლიმანთა სახელით დეპეშით მიულოცა საქართველოს მუსლიმთა განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძემ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის იანვარში ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყა, რომ ცნობილი ყაჩაღი იესე პერტაია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ასევე მოკლულია ყაჩაღი კალენიკე ჭანკვეტაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თამბაქოს სარეალიზაციოდ და პურის საქმის მოსაგვარებლად საზღვარგარეთ გაიგზავნა მთავრობის წარმომადგენელი ქავთარაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ევსეი უშვერიძე ოდესაში საქართველოს კონსული იყო.