საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბევრი საინტერესო, მაგრამ არასასიამოვნო რამ ხდებოდა. ისევ ძალიან დაკავებული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ოდესმე და მოუთმენლად ელოდებოდა იმ დროის დადგომას, როცა ისევ ერთად იქნებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მის კარიერაში კრიტიკული პერიოდი შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ან ძალიან მალე დასრულებულიყო, თავად თავდაუზოგავი შრომისა და ოპტიმიზმის შენარჩუნების გარდა არაფერი შეეძლო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან დაკავებული იყო, დრო აღარ რჩებოდა. იმდენი რამ იჩენდა თავს, ვერც კი აღწერდა, მაგრამ როგორმე გადაურჩებოდა რთულ დღეებს. მზის სინათლე ცხოვრებას უმარტივებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან, სასამართლოს პალატის პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ ალექსანდრე ყანჩელთან, ოლქის სასამართლოს პროკურორის თანამდებობის აღმსრულებელ მ. კანდელაკთან, ადმინისტრაციის ინსპექტორ ს. გეგელაშვილთან და სხვებთან ერთად დაათვალიერა თბილისის N 2 (მეტეხის) ციხე. მინისტრმა პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები ტუსაღებისგან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელმა თავისი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე მოინახულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი შეხვდა მთავრობის მინისტრებს, რომლებმაც იმავე დღეს დარბაზობა გაუმართეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვალერიან შალიკაშვილი იყო მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი.

1920

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა იოსებ ანტონის ძე ლომოურმა სამაზრო ერობებს საავადმყოფოების მოთხოვნილების შესაბამისად შეკითხვები დაუგზავნა და მიუთითა, რომ ევროპის მაგალითის თანახმად, ერობებმა ყოველ 15000 მცხოვრებზე 15 საწოლიანი საავადმყოფოების დაარსებისთვის უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, სამაზრო ცენტრში უნდა იყოს 30 საწოლიანი საავადმყოფო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, კიდევ ერთხელ შეამოწმა მისი გამოგზავნიილი ნივთები იმ იმედით, რომ იქნებ სადმე წერილი ეპოვა და 6-9 დეკემბრის წერილი ნახა, ასევე დედამისის ბარათი, რომელიც მისივე ნაჩუქარ წიგნში იდო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სამხრეთ რუსეთში განვითარებული მოვლენები თბილისის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლი 7 იანვარს ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი) დაქორწინდა რუს ქალბატონზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპი დაესწრო ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკის (ბლეიქის) და მისი რუსი საცოლის ქორწილს. მან ცერემონიალის დროს გალობით ძალიან ისიამოვნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ საპნის ქარხნის მფლობელმა გ. კოჩიაშვილმა საკუთარი ქარხნის შესახებ სარეკლამო წერილი გამოაქვეყნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საპნის ქარხნის მფლობელი გ. კოჩიაშვილი საპირფარეშო საპნებს, პარფიუმერიას, კოსმეტიკას და საოჯახო ნივთებს აწარმოებდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. კოჩიაშვილი იყო ორთქლით მომუშავე საპნის ქარხნის მფლობელი, რომელიც კახეთის ქუჩა N61-ში მდებარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 იანვრიდან ბათუმის სამხედრო გუბერნატორ კუკ-კოლისის განკარგულებით, ბათუმსა და მის ოლქში დონის ფულადი ნიშნების შეტანა-გამოყენება აიკრძალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მედიკოსი სტუდენტის, მიხეილ (მიშა) ესტატეს ძე ლომიძისა და მისი მამიდის, ელისაბედ დიმიტრის ასული ლომიძის ოჯახი: მამა ესტატე დიმიტრის ძე, დედა ელისაბედ ანდრიას ასული, ძმა დიმიტრი, და თამარი და მისი მეუღლე იოსებ ჩახნაშვილი იუწყებოდნენ, რომ 7 იანვარს სურამის ღვთისმშობლის ტაძარში გადაიხდიდნენ მათ ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე იყო ინჟინერი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ინჟინერ ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძის წიგნი „პირველდაწყებითი პრაქტიკული ჰიდრავლიკა“ (სახელმძღვანელო და საცნობო წიგნაკი), ფასი 25 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა და იყიდებოდა ინჟინერ ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძის წიგნი „მრეწველობის განვითარების საკითხი ჩვენში“, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლეილა“, რომელშიც შესულია ივანე გომართელის, ვახტანგ კოტეტიშვილისა და მარუთა შუამდინარელის კრიტიკა, ფასი 15 მანეთი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით გამოვიდა „ლეილა“, რომელშიც შესულია ნიკო ლორთქიფანიძის, ნიკო შიუკაშვილისა და ლევან მეტრეველის ბელეტრისტიკა, ფასი 15 მანეთი.