საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82428

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მაისს ზნაკვის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი გერონტი მუსურიძე განათლების სამინისტროს წარუდგენს ანგარიშებს სასწავლო წლის დასრულების შესახებ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 მაისს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ მეტრეველმა რაჭის მაზრის ერობის გამგეობას მიმართა 3 თვის ხელფასის მოთხოვნით, რომელიც ერგებოდა როგორც ონის ებრაელთა მასწავლებლის, ნინო კვიტაშვილის მოადგილეს. სკოლის მეთვალყურე გავაშელმა დაადასტურა, რომ ის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა და კანონით ეკუთვნოდა თვეში 50 მან. თუმცა მეტრეველი ითხოვდა სათანადო ჯამაგირს, რადგან ახალ პირობებში ეს თანხა მისი შრომის დაუფასებლობა იქნებოდა. მან რაჭოს ერობას აპრილშიც მიმართა ამ მოთხოვნით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „დღევანდელი დღე“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 მაისის გაზეთ „ერთობაში“ 26 მაისთან დაკავშირებით დაბეჭდილ აფხაზეთის სახალხო საბჭოს მისალმებას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისადმი, ხელს საბჭოს თავმჯდომარე – შერვაშიძე აწერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა აზერბაიჯანის მთავრობის მისალმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისადმი 26 მაისთან დაკავშირებით, რომელსაც ხელს მინისტრთა თავმჯდომარე ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი აწერდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 29 მაისის „ერთობაში“ დაბეჭდილ სომხეთის მთავრობის მისალმებას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას 26 მაისთან დაკავშირებით, ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ბაქოს ქართველთა ნაციონალურმა საბჭომ აზერბაიჯანის პარლამენტიდან გაიწვია თავისი წარმომადგენელი ცხაკაია და მის ნაცვლად დანიშნა ვლადიმერ ბაქრაძე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსის განკარგულებით ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს ამავე მილიციის უფროსი მილიციელი პ. პასტალოვსკი.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ სისხლის სამართლის მილიციის უფროსის განკარგულებით დააპატიმრეს მილიციელი ივანე სიხარულიძე, რომელსაც ბრალდებოდა მკვლელობა და სხვა დანაშულებები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრს ეწვია საქართველოს კოოპერატივთა ყრილობის თავმჯდომარე სვიმონ მაჭავარიანი, რომელიც ესაუბრა კოოპერატიული ბანკის დაარსების აუცილებლობაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც აიძულა მისთვის თხოვნით მიემართა არის არა პირადი ინტერესების დაცვა-აღდგენა, არამედ უდიდესი საქმის ნათელის მოფენა-გაშუქება, მთავრობისა და საზოგადოების საყურადღებოდ, რომელსაც ახალგაზრდობის სულიერი აღზრდა ეწოდება და, რომელიც ადგილობრივ ქალთა მე-7 გიმნაზიაში დირექტორსა და მასწავლებლებს უხეშ ხელობად აქვთ გარდაქმნილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ სრული იმედი აქვს ის სწრაფ და სათანადო განკარგულებას გასცემს, რათა სასწარაფოდ გამოიძიოს ყველაფერი ისე, როგორც წარმოდგენილ მოხსენებაშია, რათა ერთი მხრივ, მოსწავლე-ახალგაზრდობა და მისი მშობლები დარწმუნდნენ, რომ ისინი დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალისტური მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და არა რუდოლფისა და მისი ჟანდარმ-დემოკრატების მონობაში, მეორე მხრივ კი შეძლოს მუშაობის კვლავ გაგრძელება და შეურაცხყოფილი, აღშფოთებული სინდისის დაწყნარება.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნ. მახათაძე 1919 წლის 27 მაისს ტექნიკური და პროფესიული სასწავლებლების მთავარგამგეს სთხოვს აცნობოს, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთ აქვთ თუ არა რომელიმე საგნის სწავლების უფლება საშუალო სასწავლებლის ყველა კლასში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მაისს ქუთაისის წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ამიერკავკასიის ყოფილ კომისარიატს მიმართა შუამდგომლობით მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ფრანგული ენის მასწავლებელად ელისაბედ დავითის ასულ აბდუშელიშვილის დაემტკიცების შესახებ. აგრეთვე წარუდგინა საბუთი/მოწმობა „ბობრიშჩევა-პუშკინის ახალი ენების კლასებისა", თუმცა აბდუშელიშვილი არ დაუმტკიცებიათ თანამდებობაზე და არც საბუთი დაუბრუნებიათ. კ. გაბარაშვილმა სთხოვა მთავარგამგეს აღნიშნული პირის თანამდებობაზე დაენიშვნა, რადგან ის ძალიან კარგი მასწავლებელი იყო, რაც რევიზორმა ზანდუკელმაც დაადასტურა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მაისს ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიდარ ბამატმა, ყუბანის დელეგაციას გაუგზავნა საპროტესტო ნოტა პარიზის საზავო კონფერენციისთვის გასაცნობად – ნოტაში დაწვრილებით იყო აღწერილი დენიკინის „დობროარმიის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაბეჭდილი დუტუ მეგრელის ლექსი „განთავისუფლდა ამირან გმირი“ ივანე გედევანის ძე გომართელს ეძღვნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვასილ რუხაძის ლექსი „საქართველოს“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „26 მაისი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაბეჭდილი გრიგოლ დიასამიძის წერილი „ორ-კილო დღესასწაული“ ნოე ჟორდანიას ეძღვნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა არტემ ფანცულაიას წერილი „ახალი საქართველოს დღესასწაული“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ზ. დათიაშვილის „26 მაისის მოგონება“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სიტყვა „ისტორიული დღე“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვლასა მგელაძის წერილი „კრწანისის ველი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ვ. ტუქსიშვილის ლექსი „სამშობლოს“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გიგო თეძმისხეველის ლექსი „დედა საქართველოს“.