რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური ორი წელი.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 3 მაისს ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ყოფილი ხაზინადარი ფეოდორ ვასილის ძე პროხოროვი განათლების მინისტრს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის ბინაში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას სთხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრმა მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილმა განათლების სამინისტროს ონიდან მისწერა, რომ სასწავლებლებს დაბალ საფეხურზე სწავლებისას მოსწავლისთვის ზოგადი ცოდნა უნდა მიეცათ, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელი იყო. მისი თქმით, პირველდაწყებით სკოლაში სწავლა სამწლიანი, ხოლო უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში ოთხწლიანი უნდა ყოფილიყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში განათლების მინისტრის ამხანაგმა ნოე ცინცაძემ ხელი მოაწერა დადგენილებას პედაგოგიური მუზეუმისთვის ხაზინიდან 26 400 მანეთის გამოყოფაზე, რადგან მუზეუმს შეეძლო პედაგოგებს თანამედროვე მიღწევების გაცნობაში დაეხმარებოდა, რაც გავლენას მოახდენდა სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის მაისში სოფელ სვიმონეთში სახადით გარდაიცვალა პრივატდოცენტი დავით ალექსის ძე ყიფშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ არ არსებობდა დაწესებულება, სადაც ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გამოცდებს ჩააბარებდა საშუალო სკოლებში ხატვის მასწავლებლის წოდების მისაღებად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის მაისში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც ნოე რამიშვილი იყო. საბჭოს ევალებოდა შეიარაღებული ძალების ინსპექტირება, ასევე დაექვემდებარა სამეურნეო კომიტეტი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო რეგულარული ჯარისა და გვარდიის მომარაგება, რაც მთლიანობაში მიზნად ისახავდა რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის დაახლოებასა და კოორდინაციას.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 30 აპრილს, 22 საათზე, გიმნაზიის ქუჩაზე მოკლეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თანამშრომელი გ. მ. პავლოვი. მკვლელობის მიზეზი უცნობია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, წევრები: ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი. სხდომას დ. კარიჭაშვილი თავმჯდომარეობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარის თ. კიკვაძის მოხსენება წიგნებისთვის საჭირო ქაღალდის უქონლობის შესახებ. თ. კიკვაძე თვლიდა, რომ საზოგადოების საარსებო წყაროს წიგნებით ვაჭრობა წარმოადგენდა და მისი უქონლობა კატასტროფას წარმოადგენდა. საჭირო იყო ქაღალდის შეძენა კონსტანტინოპოლში, სადაც იმყოფებოდა გამგეობის ყოფილი წევრი გრ. რცხილაძე, რომელიც იკისრებდა ამ დავალების შესრულებას. იმავე კვირაში კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც შეძლებდა რცხილაძესთან წერილისა და თანხის ჩატანას. გამგეობამ დ. კარიჭაშვილსა და შ. დედაბრიშვილს ბანკებთან სესხის აღების შესახებ მოლაპარაკების დაწყება დაავალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარე თ. კიკვაძის მოხსენება ავტორთა ჯილდოს ნორმის დაწესების შესახებ. გამგეობამ მიიღო ეს ნორმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 აპრილს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ცნობა, რომ ალექსი ბალარჯიშვილს ნამსახურევი წლები სახელმწიფო სამსახურად ჩაეთვლოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ 24 მარტის NN195,194 და 265 მიწერილობის პასუხად აცნობეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის გარეთ ნამსახური წლების ჩათვლის საკითხი მოკლე დროში გადაწყდებოდა და შედეგს აცნობებდნენ გიმნაზიას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ რაფიელ რამიშვილი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის მიწათმოქმედების მინისტრის საგანგებო რწმუნებულად.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წელს ოფიცრის ღირსებისთვის შეუფერებელი საქციელისა და სხვა დანაშაულისთვის ქართული ლეგიონის სარდალმა სამსახურიდან გარიცხა ამავე ლეგიონის კორნეტი სოხაძე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 29 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ ბათუმის ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა მადლობას უხდის ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძეს, რომელმაც საბჭოს ათასი მანეთი შესწირა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 28 აპრილს, საღამოს 11 სთ-ზე ლაზარევის ქუჩაზე დაჭრეს ა. მიკირტუმოვი. ამის გამო დააპატიმრეს: ა. კიკნაძე, შ. თევდორაძე და მე-9 კომისარიატის მილიციელი გაბედავა. ამ უკანასკნელმა დანაშაული აღიარა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 აპრილს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ აღმოსავლეთ საქართველოს სახალხო სკოლების მე-3 რაიონის ინსპექტორს გაუგზავნეს ბელათის სკოლის ყოფილი მასწავლებლის პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის თხოვნა ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ამიერკავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენციას დაესწრნენ: ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი, სომხეთიდან — ს. ფ. ტიგრანიანი, არუთუნიანი, მამიკონიანი, აზერბაიჯანიდან — ხან ხოისკი, მამედ-იუსუფ ჯაფაროვი, ხალილ ბეი ხასმამედოვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესრნენ: თავმჯდომარე დ. გ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე და ი. გიორგობიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი შრომის სკოლის სიღნაღის ერობის გამგეობაში გადაცემის შესახებ. შრომის სკოლის გამგის, იოსებ ჩხატარაიშვილის თქმით, სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობამ თანხმობა განაცხადა მიიღოს თავის გამგებლობაში შრომის სკოლა. ჩხატარაიშვილმა შეადგინა სკოლის ინვენტარის სია და გადასცა ერობის გამგეობას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება, რომ ავადმყოფობის გამო ვერ მიიღებდა მონაწილეობას „ბუნების კარის“ შესწორებაში. ეს კითხვა წინა სხდომაზე დაისვა, მაგრამ გადაიდო. გამგეობამ სასკოლო სექციას მიანდო საკითხის არსებითი განხილვა.