საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90029

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ავჭალის სახალხო თეატრში ვაჟთა პირველმა სკოლამ გამართა ლიტერატურულ-სამუსიკო დილა. მოსწავლეთა ხორომ, რომლის ლოტბარი იყო კაზიმირ ცხომელიძე, შეასრულა სიმღერები, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სილოვან ხუნდაძის თაოსნობით წიგნების გასავრცელებლად რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებში დააარსა 20-მდე აგენტურა, ასეთივე აგენტურებს აწყობდა გურიასა და ოდიშში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ იოსებ გედევანიშვილის, ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ვახტანგ ღამბაშიძისა და სხვ. დახმარებით ქართული თეატრის ისტორიის შედგენა და გამოცემა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს გამართული კონცერტიდან კონსტანტინე ფოცხვერაშვილის შემოსავალი 800 მანეთი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ეგზარქოსის განკარგულებით თიანეთის მაზრის სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა თიანეთის ოლქის მღვდელი ვლ. გრძელიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს მუსულმანთა აუდიტორიაში ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ ივანე გოგიშვილს უნდა წარმოედგინა თავისი პიესა „შურისძიება“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ერევანში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოლომონ მიქელაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

სომხური ჟურნალის „პატანი“ (ჭაბუკი) 1914 წლის №4-ში დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის სომხურად თარგმნილი ლექსი „ღამე ტყეში“.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 24 დეკემბერს ეჩმიაძინიდან თბილისში ჩამოვიდა სომეხთა ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვაჭარმა სტეფანე ფეიქრიშვილმა ამხანაგობა „კოლხიდას" სთხოვა ქუთაისის გუბერნიაში სხვადასხვა ადგილას გაემართა მისი სამეურნეო იარაღების გამოცდა და დემონსტრაცია.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის დეკემბერში იოსებ ივანიძემ ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანამდებობა დატოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილმა პოემა „ახალი ღმერთი“ დაწერა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერს საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე სმანიგინისამ ღარიბებს ფული დაურიგა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დემნა შენგელაიამ დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დამსხვრეული კერპი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისის გამგეობამ და ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ მოისმინა დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის ანგარიში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარო მდივანის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში იოსებ იმედაშვილის რეჟისორობით პიესა „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში გამართული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს გორში ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ და „და საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე წუწუნავა ს. გლახაშვილის ერთ-ერთი პიესის რუსულ სცენაზე დადგმას ფიქრობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოლიო ირეთელი ოთხმოქმედებიან ფსიქოლოგიურ პიესას წერდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში წარმოდგენილი „და-ძმის“ შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი 7 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოდგენილი „უმუშევარნის“ შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლით კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა საეკლესიო საგალობელთა კრებულის გამოცემა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს ავლაბრის სახალხო სახლში ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი პიესა „მათიკო“ წარმოადგინეს.