საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში ნინო ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დავალებით აკაკი წერეთლის მოსანახულებლად და მისი ნაწერების გადასაკითხად საჩხერეში გაემგზავრა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 იანვარს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „ღალატი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ქიქოძის შარჟი ალექსანდრე იმედაშვილზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 იანვარს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ხუთმოქმედებიანი დრამა „ჰენრიხ მეფე ნავარიელი“ უნდა წარმოედგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია, მიძღვნილი ალექსი ჭიჭინაძისადმი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში წარმოადგინეს პიესა „და-ძმა“ ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ალ. გოგაშვილის, ანა ჟურულის, სოფიო გოგაშვილის, რ. სალაყაიას, ღოღაძის, მიხეილ კიაზოშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში საბურთალოს სცენაზე თამაშის მსურველებს შაქრო საფაროვისთვის უნდა მიემართათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „სიტყვა“ გრიშაშვილის პოეზიაში“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 იანვარს სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს გრიგოლ ანაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სახალხო სახლში კოტე შათირიშვილის რეჟისორობით ალექსანდრე ცაგარლის „ციმბირელი“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა საბუის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 იანვარს იოსებ გრიშაშვილს სახალხო სახლში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გაემართა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის იანვარში უფროსი ექიმი, პოდპოლკოვნიკი სერ. რ. ხუნდაძე ჭრილობის მოშუშებისთანავე ომში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 იანვარს სახალხო სახლში წარმოდგენილ „მარგარიტა გოტიეში“ ნინო ჩხეიძემ მარგარიტას როლი შეასრულა, ალექსანდრე იმედაშვილმა ითამაშა არმან დიუვალი, პლატონ კორიშელმა – სენ-გოდენი, ანა ქიქოძემ – ოლიმპია და სხვ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ნოემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაიას რეჟისორობით წარმოადგინა ისტორიული დრამა „მარუჩა“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 დეკემბერს დუშეთში გაიმართა თბილისის ოლქის სასამართლო სესია მ. მ. შარიგინის თავმჯდომარეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 იანვარს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, შალვა დადიანის რეჟისორობით წარმოადგინესნ გოგოლის „რევიზორი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის ლექსი „ხელოსანი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილიკო პეტრეს ძე ქურხულის თხზულება „მოხეტიალე მუსიკოსი“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. პავლიაშვილი ბალახნის ნავთის მრეწველთა საავადმყოფოში იწვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ქუჩიშვილის უსათაურო ლექსი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძის თხზულება „თავის გახუჭვა“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის იანვარში თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა მსახიობი მელქო აჯიმამუდოვი. იგი 8 იანვარს დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 იანვარს ბაქოში კონსტანტინე ფოცხვერაშვილს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კონცერტი უნდა გაემართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ქართული სახიობა (მსახიობთა ამხანაგობის წარმოდგენა)“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა პ. ოდიშელის (პოლიო (პროკოფი) ერმილეს ძე აბრამიას) ლექსი „ოჰ, იესო, იესო!“.