რეგისტრირებული ფაქტები90029
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანისა და სხვ. მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის აგვისტოში ხონის ელენე ბახტაძის ქალთა პროგიმნაზიაში გამოცხადდა მიღება უმცროს და უფროს მოსწავლეთა მოსამზადებელ კურსებზე.
1809
ტიპი: ღონისძიება
1809 წელს სოლომონ II-მ მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია ჯრუჭის მიტროპოლიტ დავით წერეთელს გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა გიორგი იშხნელის, თამარ დავითაშვილის, მარო მდივნის, ნატალია ჯავახიშვილის, ვალერიან შალიკაშვილის, დავით მგალობლიშვილის და სხვ. მონაწილეობით სპექტაკლი „ანტიგონე“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ნოემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავასა და მიხეილ ქორელის რეჟისორობით „სოფლის ექიმი“ და „ხანუმა“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა ვალერიან შალიკაშვილის პიესა „გადაჭრილი მუხა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ბაქოში შალვა დადიანის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის პიესა „ღალატი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს სახალხო სახლში იოსებ გედევანიშვილის პიესა „გამცემი“ წარმოადგინეს.
1766
ტიპი: თანამდებობა
1766 წელს სილვესტერ ღოღობერიძე ახლად დაარსებული საირმის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პორუჩიკი არჩილ ბაგრატიონ-დავითაშვილი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

