საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბარბარე მელიქიანი 1868 წელს თბილისში დაიბადა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „ვალერიან გუნიას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მამავ, ძვირფასო!“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 თებერვალს ქუთაისის თეატრში გამართულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესა „შავი ბერი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის ლექსი „გოდება“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ტასო აბაშიძის ბენეფისი მისი სცენაზე მოღვაწეობის 10 წლისთავის აღსანიშნავად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას ვოდევილის „დედის ერთა“ მე-2 ნაწილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 ნოემბერს ქართულ თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის საბენეფისო წარმოდგენა დაინიშნა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანმა დაწერა პიესები „არმენუჰი“ და „დაღუპული“.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი ბაქოში წავიდა და წელიწად-ნახევარი საგუბერნიო სამმართველოში გადამწერად იმუშავა.

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი 1858 წელს შემახაში დაიბადა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი კონტროლიორი ნ. ვ. ვლადიმიროვი და ფინანსთა საბჭოს წევრი ა. ს. ტრიროგოვი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ამიერკავკასიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი სამსახურებრივი საქმის გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანი თბილისში გადმოსახლდა და ჟურნალ „არძაგანქის“ რედაქციაში დაიწყო მუშაობა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის სამხედრო მინისტრმა ჟაკ კავენიაკმა თანამდებობა დატოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლამდე ჟაკ კავენიაკი საფრანგეთის სამხედრო მინისტრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ემილ ცურლინდენი საფრანგეთის სამხედრო მინისტრი გახდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი ჟაკ კავენიაკს სთხოვდა, რომ სამხედრო მინისტრის თანამდებობა არ მიეტოვებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალფრედ დრეიფუსის ბრალეულობას საფრანგეთის სამხედრო მინისტრი განიხილავდა.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოფიცერი ალფრედ დრეიფუსი გაასამართლეს. მას ბრალს ქვეყნის ღალატსა და ჯაშუშობაში სდებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომს ეწვია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 სექტემბერს თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი ბორჯომიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფლაბიანე გოროდეცკი საქართველოს ეგზარხოსი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს, დიდმოწამე შუშანიკის ხსენების დღეს, მეტეხის ტაძარში ლოცვა ეპისკოპოსმა ლეონიდ ოქროპირიძემ წაიკითხა, პარაკლისი კი ეგზარხოსმა ფლაბიანემ გადაიხადა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში მცხოვრებ სომხურ საზოგადოებას გრიგოლ არწრუნის გაზეთ „მშაკის“ გამოცემის აღდგენა სურდა.