რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა შეკრიბა მუშა ხელოსანთა ამხანაგობა, რომელიც სახალხო წარმოდგენებს მართავდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა წარმოდგენების მმართველი საზოგადოება დააარსა, რომელმაც მალე საკუთარი სათეატრო შენობა მოიპოვა და სპექტაკლებს სხვადასხვა ენაზე მართავდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს გუბერნატორმა, წყალთა უწყების ინსპექტორმა, პოლიცმაისტერმა და ქალაქის გამგეობის წევრმა ამბარცუმ ენფიანჯიანცმა მტკვრის ორივე ნაპირი დაათვალიერეს. მათ აინტერესებდათ, თუ სად იყო შესაძლებელი შენობების აგება და ქუჩის გაწევა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ კუკიისა და ავლაბრის საძოვარი მიწების თაობაზე ნ. ვ. ჩერქეზიშვილის მოხსენება განიხილა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს კავკასიის სამკურნალო საზოგადოებამ აირჩია ტუბერკულიოზთან საბრძოლო საშუალებათა შემმუშავებელი კომისია, რომლის თავმჯდომარე ექიმი ა. ი. დუნაევა-რუდენკო იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი მარიამ გარიყული ავად იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 თებერვალს სახაზინო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის სადღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 2 თებერვალს ელისაბედ ჩერქეზიშვილისთვის გამართული წარმოდგენის ხაზინადრად ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო გოცირიძეს სახალხო სცენაზე მოღვაწეობის ოცი წელი შეუსრულდა.
1863
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი 1863 წლის 1-ელ ნოემბერს დაიბადა.

