საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მ. ველისციხელის ლექსი „მგზავრის პასუხი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ძიძიშვილმა ბახვის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვარს ქართული კულტურული საზოგადოების თაოსნობით გამართულ საღამოზე გიორგი ქუჩიშვილმა წაიკითხა თავისი პოემა „ნაადრევი ვარსკვლავი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვლადიმერ სალარიძემ ბეკამის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლექტორმა ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის სამოსწავლო კომისიას წარუდგინა მოხსენება გონებრივ გასართობთა მოწყობის შესახებ და ამისთვის თანხის გადადება სთხოვა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის სტატია „ქართველი ქალი და აკაკი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა ნიკოლაიშვილმა ბელაგორის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ამირეჯიბი გორის დრამატული წრის რეჟისორის თანაშემწედ დანიშნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. ახალბედაშვილმა მეჯვრისხევის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ხუციშვილი გორის დრამატული წრის ხელსაწყოთა მეთვალყურედ დანიშნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. ჩიტაშვილმა საბუის არჩ. ჯორჯაძის სახ. სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 იანვარს ქუთაისის თეატრში დანიშნული იყო პლატონ კორიშელის საბენეფისო წარმოდგენა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 იანვარს სოფიო გოგაშვილის პატივსაცემად წარმოდგენა უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა დასაწყისი ივანე გომართელის მოთხრობისა „ზამთარი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვარს ვალერიან გუნიას ქუთაისის თეატრში სტუმრობის დროს „ბედის ტრიალი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ბარველმა დაწერა 4-მოქმედებიანი კომედია საქართველოს ისტორიის მასალებზე

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლო მიწიშვილის „მთის მდინარე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის ლექსი „შენა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კოპალის პიესა „აკაკის საფლავზე“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ შიუკაშვილი გორის დრამატული წრის რეჟისორად დანიშნეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ქალანთარმა წაიკითხა მოხსენება საქონლის მოვლა-მოშენებისა და მერძევეობის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ შიუკაშვილის თაოსნობით გორის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან მუდმივი დრამატული წრე შეიქმნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ხმოსანმა ნიკოლოზ ხუდადოვმა თბილისის გამგეობაში შეიტანა განცხადება ნაძალადევში ქალაქის ადგილების იჯარით აღებასთან დაკავშირებული უწესრიგობის შესახებ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 21 დეკემბერს თბილისის მოურავის მოადგილემ გუბერნატორს წარუდგინა დადგენილება ალექსანდრე არღუთინსკი-დოლგორუკოვის ქალაქის მოურავის თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის წრის დარბაზში ნინა მერაბის ასულ თავდგირიძის თაოსნობით გაიმართა ლიტერატურული და სამუსიკო საღამო საკვირაო სკოლის დასახმარებლად.