საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის წერილი „მომავალი მსახიობი“.

1840

ტიპი: თანამდებობა

1840-85 წლებში სვიმონ ნიკოლოზის ძე ჯინჯიხაძე ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე მწუხარელას (ახალი თერჯოლის) მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 28 თებერვალს სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ბურჯანაძე გარდაიცვალა.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843-71 წლებში ფილიპე გიორგის ძე მარგველაშვილი სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-1904 წლებში გაიოზ ნიკოლოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-17 წლებში სამსონ გაიოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ნაგარევის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილის, ფსევდონიმით კონსტან-ანდრონი, წერილი, რომელშიც განხილულია სპექტაკლები – „მაყვალას გასამართლება“ და „შეშლილია“.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის ივნისში ბაქოში პოლიცმაისტერის თანაშემწე ჯაფარ-ბეგ-ვიზიროვი მოკლეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში არსებულ საქალებო პროგიმნაზიში სწავლის წლიური საფასური მოსამზადებელ საფეხურზე — 30 მანეთი, ხოლო პროგიმნაზიულ კლასებში 50 მანეთი იყო. სწავლის მსურველებს განაცხადი ელენე ბახტაძის სახელზე უნდა გაეგზავნათ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე გერმანული ეკლესიის მოპირდაპირე შენობაში იღებდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 17 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ს. გლახაშვილის სამმოქმედებიანი დრამის „წყურვილი“ მეორე სურათი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (№2) დაიბეჭდა კონსტანტინე მანუელის ძე ანდრონიკაშვილის, ფსევდონიმით კონსტან-ანდრონი, წერილი „უმთავრესი პრინციპი „ღალატის“ სცენაზე დადგმისა“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაქოში ბეგების მეთაურობით რვა ათასი ცხენოსანი ბოლშევიკებს მათ მიერ მოწყობილი „ძარცვის კვირის“ გამო აუჯანყდა. სხვა ადგილას აჯანყდა ორათასიანი რაზმი, რომელსაც მეთაურობდა რუსეთის არმიის ოფიცრად ნამყოფი აღლაროვი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება სავაჭრო და სამრეწველო დაწესებულებების რევიზიის შესახებ და დაადგინა, მიეცათ უფლება მინისტრისთვის იმ წარმოებათა რევიზიის, რომელთაც სახელმწიფო დახმარება მიეცათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, ქალაქთა კავშირსა და კოოპერატივთა ცენტრალურ კავშირს სესხად მისცემოდა 15 მილიონი მანეთი ხუთი წლის ვადით 31/2 პროცენტით სამრეწველო თანხიდან.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო შიო მღვიმელის კრებული „სალაშქრო ლექსები“.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს კოტე მესხი ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისში ესტატე მჭედლიძის პანაშვიდს გაბრიელ ეპისკოპოსი დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებას ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი ინტელიგენცია დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის შრომითა და ძალისხმევით ისევ ფუნქციონირებდა.