საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90061

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ლევან ლომთათიძემ ხიდისთავის სამკითხველოს ლათინური გრამატიკის წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს მიხეილ აკოფაშვილმა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია დაასრულა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძემ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ეგნატე იოსელიანმა და ედმუნდ სობესტიანსკიმ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნინო ელიზბარის ასულმა ქობულოვისამ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ათი მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძისამ, სოფიო ვასილის ასულმა ამირეჯიბისამ და ნინო სვიმონის ასულმა აბაშიძემ წიგნები გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 15 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, ალექსანდრე ჯაბადარმა და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა წიგნები შესწირეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და პატარა კახის სურათი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ნ. მ. ჩიჩუამ ხიდისთავის სამკითხველოს შესწირა წიგნი ბუნების საუცხოო მოვლენების შესახებ.

1838

ტიპი: ნასამართლეობა

1838 წლის 19 აგვისტოდან 1845 წლის 31 იანვრამდე არქიმანდრიტ სვიმონ წულუკიძეს საეკლესიო სასჯელი ჰქონდა დაკისრებული.

1838

ტიპი: ნასამართლეობა

1838 წელს სვიმონ წულუკიძე ხაზინადრისა და მონასტრის წინამძღვრის თანამდებობიდან გადააყენეს და საბუთების მოუწესრიგებლობისა და საეკლესიო ხაზინისთვის ფულის დაკლების გამო საეკლესიო სამართალში მისცეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის გამგე კომიტეტმა ა ე. გ. ფრიდონოვს თანხის შეწირვისთვის მადლობა გამოუცხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქ. თბილისის გამგეობამ საქალაქო სასწავლებელთა სამეურნეო საოჯახო ნაწილის მართვა სოლოლაკის სკოლის ზედამხედველ ფირუმოვს დაავალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ერასტი ჩოლოყაშვილმა კავკასიის საგამოფენო კომისიას გამოფენაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხიდისთავის სამკითხველოს გამგემ, ანტონ რამიშვილმა მადლობა გადაუხადა ივანე ოქროპირის ძე კალანდაძეს სოფ. ხიდისთავის უფასო სამკითხველოსთვის 5 ცალი ქართული და 10 რუსული წიგნი გადაცემის გამო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქისთავმა ე. გ. ფრიდონოვმა კავკასიის გამოფენის კომისარს მისცა პირობა, რომ ადგილობრივი სოფლის მუშა-მეურნეთა საუკეთესო ექსპონატების დასაჯილდოვებელი მედლების შესაძენად ფულს შესწირავდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის უწყების უფროსი ლინდენი გორისა და ახალციხის მაზრებში გაემგზავრა იქაურ საფოსტო დაწესებულებათა რევიზიისთვის.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტი ალექსანდრე ეფიმოვი იმყოფებოდა პეტერბურგში, სადაც მიწვეული იყო მიწათმოქმედების მინისტრის მიერ ბათუმის მიზების სახაზინო უფლებების გასარკვევად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენის კომიტეტმა მიიღო ზუგდიდელი ო. მ. ჟორდანიას განცხადება გამოფენაში მონაწილეობის შესახებ.

1796

ტიპი: ღონისძიება

1796 წელს ბეჟან წერეთელმა ჭელიშის უდაბნოს მონასტერს ქედისუბანში მცხოვრები ხუცესი ტიმოთე გოქსაძე და მისი ძმები – გოგია და იოვანე შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში მცხეთაში ვალენტინა მაისურაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველ ქალთა კრება, რომელმაც დაადგინა, ფული შეეგროვებინა და ქართული თეატრის სააღმშენებლო კომიტეტისთვის გაეგზავნა.

1793

ტიპი: ღონისძიება

1793 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს ტოლაში მცხოვრები შიშინაშვილები შესწირეს.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წელს არქიმანდრიტი სვიმონ წულუკიძე ბრალდებისგან გათავისუფლების შემდეგ ისევ ჭელიშის მონასტრის მმართველად დანიშნეს.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის ქალაქისთავი გიორგი ევანგულოვი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.