საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა საფო მგელაძის ლექსი „ბაგრატის ტაძრის ნანგრევები“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობი შალვა დადიანი იანვრის დასაწყისში თეატრთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად თბილისში იყო ჩამოსული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 დეკემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ვალერიან გუნიას 4-მოქმედებიანი პიესა „და-ძმა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის ლექსი „ავადმყოფ მგოსნებს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „პასუხი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 დეკემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოდგენა „ღალატი“ და ვალერიან გუნიას „დედის ერთა“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ბოქაულ ე. გუგუშვილის დახმარებით სოფ. დიღმის საზოგადოებამ სოფლის კანცელარიის მოსაწყობად საკუთარი ხის სახლი შეიძინა, რომელშიც 800 მან. გადაიხადა, შეკეთებას კიდევ 500 მან. დასჭირდა. სახლის ერთი ოთახი დაეთმო დიღმის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „უმუშევარნი“ სოფიო ანკარას, გოგი ფრონისპირელის, ალექსი მეტრეველისა და სხვ. მონაწილეობით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქის საექიმო ლაბორატოორიის გამგე გიორგი ალიბეგოვმა თხოვნით მიმართა ქალაქის გამგეობას, ლაბორატორიისთვის მოემატებინათ ფული ახალი თანამშრომლების ასაყვანად, რადგან ლაბორატორია რუსეთიდან შემოსული დიდი რაოდენობით ხორცის დროულად შემოწმებას ვერ ასწრებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს ავჭალის სახალხო თეატრში ვაჟთა პირველმა სკოლამ გამართა ლიტერატურულ-სამუსიკო დილა. მოსწავლეთა ხორომ, რომლის ლოტბარი იყო კაზიმირ ცხომელიძე, შეასრულა სიმღერები, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სილოვან ხუნდაძის თაოსნობით წიგნების გასავრცელებლად რაჭა-ლეჩხუმისა და შორაპნის მაზრებში დააარსა 20-მდე აგენტურა, ასეთივე აგენტურებს აწყობდა გურიასა და ოდიშში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ იოსებ გედევანიშვილის, ივანე გომართელის, ივანე მაჭავარიანის, ვახტანგ ღამბაშიძისა და სხვ. დახმარებით ქართული თეატრის ისტორიის შედგენა და გამოცემა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს გამართული კონცერტიდან კონსტანტინე ფოცხვერაშვილის შემოსავალი 800 მანეთი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ეგზარქოსის განკარგულებით თიანეთის მაზრის სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა თიანეთის ოლქის მღვდელი ვლ. გრძელიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს მუსულმანთა აუდიტორიაში ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ ივანე გოგიშვილს უნდა წარმოედგინა თავისი პიესა „შურისძიება“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ერევანში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოლომონ მიქელაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

სომხური ჟურნალის „პატანი“ (ჭაბუკი) 1914 წლის №4-ში დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის სომხურად თარგმნილი ლექსი „ღამე ტყეში“.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 24 დეკემბერს ეჩმიაძინიდან თბილისში ჩამოვიდა სომეხთა ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ვაჭარმა სტეფანე ფეიქრიშვილმა ამხანაგობა „კოლხიდას" სთხოვა ქუთაისის გუბერნიაში სხვადასხვა ადგილას გაემართა მისი სამეურნეო იარაღების გამოცდა და დემონსტრაცია.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის დეკემბერში იოსებ ივანიძემ ავლაბრის სახალხო თეატრის რეჟისორის თანამდებობა დატოვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილმა პოემა „ახალი ღმერთი“ დაწერა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერს საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე სმანიგინისამ ღარიბებს ფული დაურიგა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დემნა შენგელაიამ დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დამსხვრეული კერპი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისის გამგეობამ და ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ მოისმინა დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის ანგარიში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარო მდივანის ბენეფისი უნდა გამართულიყო.