რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოთთან, რიონში საქონლით სავსე პორომი დაიღუპა. საქონლის ფრანგმა მეპატრონემ ბორნის დაღუპვის ადგილას მცურავი ვოდოლაზი ჩაგზავნა და რამდენიმე ყუთი და კასრი ამოაღებინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძემ გიორგი კვიჟინაძემ და კოლა თაქთაქიშვილმა ამ უკანასკნელის ეზოში მეორე წარმოდგენა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ გამართეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს კოლა თაქთაქიშვილის ეზოში გამართულ წარმოდგენაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მონაწილეობდა მისი მეზობელი ლექსო ენუქიძე, რომელმაც არტემ ივანიჩის როლი შეასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილმა თეატრალურმა ამხანაგობამ წყნეთის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლი დაასუფთავა და სანაცვლოდ მეპატრონემ იქ რამდენიმე წარმოდგენის გამართვის უფლება მისცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძემ გიორგი კვიჟინაძესა და კოლა თაქთაქიშვილთან ერთად კვიჟინაძის სახლში, ვერაზე, პიესა „კაპიშონი“ დადგა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906-17 წლებში იასონ სპირიდონის ძე აბესაძე ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: გარდაცვალება
1868 წლის 10 თებერვალს ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ნიკოლოზის ძე იშხნელი გარდაიცვალა.
1843
ტიპი: გარდაცვალება
1843 წლის 15 დეკემბერს ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ გიორგის ძე ბუცხრიკიძე გარდაიცვალა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წელს მოსე ივანეს ძე ჯუღელი ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819-57 წლებში ბესარიონ ნიკოლოზის ძე იშხნელი ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1900 წლებში იოანე პავლეს ძე მეფარიძე ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს სერაპიონ დავითის ძე იშხნელი ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს სპირიდონ დავითის ძე იშხნელი ჩხარის მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850-88 წლებში ანთიმოზ პეტრეს ძე ვერულაშვილი ჩხარის მაცხოვრის აღდგომის (ოქონის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-95 წლებში მოსე ივანეს ძე ჯუღელი ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს ლექსო ენუქიძემ ალექსანდრე ბაქრაძის მიერ შექმნილ თეატრალურ ამხანაგობას სცენისთვის ფარდა შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 ივლისს სიღნაღში იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით გაიმართა კომედიური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ ვიქტორელი და იოსებ გრიშაშვილი.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816-68 წლებში ნიკოლოზ დავითის ძე შოთაძე ჩხარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

