რეგისტრირებული ფაქტები82204
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა პირველ ყრილობაზე კრების თავმჯდომარედ ლევან მამულაშვილი აირჩიეს, მის მოადგილედ – ისიდორე სტურუა და მდივნად – ნიკო გვანცელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა, რომელმაც მიულოცა კრებას საერობო ხმოსანთა ყრილობის გახსნა და ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან 6 თვის შესრულება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილების გამგე ვასილ სოკოლოვი, რომელმაც ახლად დაარსებულ ერობას მომავალ ასპარეზზე ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ საერობო ხმოსანთა ყრილობაზე საექიმო-სასანიტარო საკითხის გამოსარკვევად კრებამ აირჩია კომისია, რომლის წევრები იყვნენ არტემ კოკიანოვი და გიორგი ჯიღაური.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიმართა დიდი სალიტერატურო საღამო ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ სასარგებლოდ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გალაკტიონ ტაბიძემ, შალვა დადიანმა, ალ. ოჰანეზაშვილმა, ალექსანდრე მაისურაძემ, მ. დევიძემ, ელენე ანდრონიკაშვილმა, დარია ახვლედიანმა, თ. ბერიძემ, იოსებ გრიშაშვილმა, მარიჯანმა, ვ. კირვალიძემ, ივანე საათაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა, გ. შინატეხელმა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ნომერში გამოქვეყნდა თბილისის მაზრის საერობო ხმოსნებად არჩეულ პირთა სია. გაზეთში სასიხარულო მოვლენად იყო შეფასებული ყარაიაზის ოლქიდან კანდიდატად წარდგენილი მუსლიმი ქალის – პარი-ხანუმ სოფიევას ხმოსანთა წევრად არჩევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: მიხეილ ქარცივაძე, მიხეილ ჯიღაური, ნიკოლოზ ქურხული, ფაშა გასანოვი, პავლე სიროფატკინი, მიხეილ დაფქიაშვილი, ვალერიანე ბილანიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თევდორაშვილი, მიხეილ კანდელაკი, ვასილ კანჯარაშვილი, მაქსიმე ბერძნიშვილი, გიორგი დავითის ძე ჯიღაური და იოსებ ბესელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: სიმონ თომას ძე ხუნდაძე, ალახვერდი მამედოვი, ივანე ზოდელავა, მიხეილ ხეთაგური, იაკობ ლანგენშტეინი, იორდანე ხაჯიევი, ესტატე ავალიშვილი, ალი-გუსეინ-ოღლი, დემიან კიხაევი, არტემ კოკიანოვი, ტრიფონ სადირაძე, პეტრე ბორისოვი-ბერიძე, ადამ თეზელაშვილი, ისიდორე სტურუა და ალექსი გოგიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ხაშურში მცხოვრებმა რკინიგზის მუშამ, წაბლიძემ შრომის სამინისტროს მისწერა, რომ ჯამაგირის დაგვიანების გამო მუშებში დიდი მღელვარება იყო და დაუოვნებლივ მოითხოვა პასუხი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით შვილები: კოწია, ნადეჟდა, ნინო, ალექსანდრა, თამარი, მარუსია და ვერა ადანიები, სიძეები: გიორგი ჩხეიძე და ივანე კაპანაძე აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს პაშა კონსტანტინეს ასული ჩიქოვანი-ადანაიას გარდაცვალებას. დაკრძალვა გაიმართებოდა 6 დეკემბერს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე ნაძალადევის თეატრში სერგო ჟორჟოლიანმა ჩაატარა ეკონომიკის ლექცია, ხოლო კ. ქავთარაძემ ისტორიის ლექცია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში ფოსტა-ტელეგრაფის ყრილობაზე ერთმა მომხსენებელმა გაიხსენა ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი მინისტრის (1917 წ.), ირაკლი წერეთლის სიტყვები ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მნიშვნელობასა და დაფასებაზე. ასევე მან აღნიშნა, რომ იმჟამად წერეთელი პარლამენტის წევრი იყო და სამწუხაროდ, აღარ ახსოვდა ისინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულ ტექნიკურ საზოგადოებაში ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება „ახალი სენაკი-ზუგდიდის გზა“. მონაწილეობა მიიღეს და დაწვრილებით განიხილეს ეს პროექტი ინჟინრებმა: ეპიფანე ალშიბაიამ, ვასილ კაკაბაძემ, მ. კრანციმ, ისიდორე სტურუამ, პეტრე მამრაძემ და სხვებმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, 1918 წლის 30 ნოემბრის კრებაზე ოზურგეთის კლასიკური (ყოფილი საეპარქიო) პროგიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სასწავლებელში ეროვნული საგნების საფუძვლიანად სწავლების მსჯელობის შესახებ. პედაგოგიურმა საბჭომ პროგიმნაზიის მასწავლებლად ქართულ საგნებსა და მასთან შეერთებულ საგნებშიც ერთხმად აირჩია თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მღვდელი სოლომონ ანდღულაძე. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სოლომონ ანდღულაძე გასულ წლებში პროგიმნაზიაში ლათინურ ენას ასწავლიდა. 1918 წელს კი მეოთხეში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1893 წლიდან სოლომონ ანდღულაძე მასწავლებლად მსახურობდა. ის მცოდნე და განვითარებულ ადამიანად ითვლებოდა. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სოლომონ ანდღულაძე ბოლოს მსახურებდა ქართული საგნების მასწავლებლად უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში. 1918 წლის 30 ნოემბერს უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ მე-3 რაიონის ინსპექტორის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ შუამდგომლობა აღძრა. ანდღულაძეს როგორც თავისი განათლების ცენზის, ისე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მიხედვით, მასწავლებლობის უფლება ჰქონდა. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბერს ოზურგეთის პროგიმნაზიის გამგებელმა ილია ფერაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მღვდელი სოლომონ ანდღულაძე თავისი დინჯი და აუჩქარებელი ხასიათით მოსწავლეებზე კარგ გავლენას ახდენდა. ქართული ენა და ლიტერატურა ზედმიწევნით კარგად იციოდა და იყო ბეჯითი. ხელს აწერენ პროგიმნაზიის გამგებელი ილია ფერაძე და პროგიმნაზიის საქმისმწარმოებლის აღმასრულებელი მდივანი ი. ღლონტი.