საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82161

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 30 ნოემბერს სოფ. კიცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი რომანოზ გიორგის ძე ჩხეიძე გარდაიცვალა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-10 წლებში იესე ბერის ძე გაბელაშვილი სოფ. კისორეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს რომანოზ გიორგის ძე ჩხეიძე სოფ. კიცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-68 წლებში ნიკოლოზ იოვანეს ძე ჩხიკვაძე სოფ. კიცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1954

ტიპი: გარდაცვალება

1954 წელს ჰასან-ბეგ სულეიმანის ძე თავდგირიძე ნიგოითის ბრძოლაში დაიღუპა.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928-1932 წლებში პლატონ თაყაიშვილი პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი სოფ. კიცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1814

ტიპი: თანამდებობა

1814 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი სოფ. კიცხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა (ხელგაშლილობა)“, რომელშიც განხილულია გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებული სტატია.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აპრილს ბათუმში მაკრინე ღლონტისა და სვიმონ ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა, რისთვისაც მათ მოსე ნათაძემ დიდი მადლობა გადაუხადა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ფსევდონიმით დამსწრე (შალვა აბდუშელი) გამოქვეყნდა წერილი „თიანეთი“ თიანეთის ერობის ხმოსანთა გამგეობის საქმიანობის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლაი დანილევსკი ამერიკული ვაზის ჯიშის საქართველოში შემოტანის წინააღმდეგი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონი თბილისში ჩამოვიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 1-ელი მაისის „დროების“ ცნობით, ივანე სულხანოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს სოფ. ტირძნისთან გზის კეთების დროს აღმოჩენილი ძველებური შუბის ნატეხები შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 მაისის „დროების“ ცნობით, პეტრე მელიქიშვილი თბილისში ჩავიდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისში მეოთხე რაიონის კომისარმა და მისმა თანაშემწემ ქურდების დაჯგუფების წევრები: მამადი ჯაფარა მამედ-ოღლი, მირჰუსეინ მირ მამედ-ოღლი, ასამ მამედ-ოღლი, მამედ ალი ალაჰკარ-ოღლი, მამედ მახმუდ-ოღლი, ჰუსეინ აბას-ოღლი, აბას კული ალაჰკერ-ოღლი, აბასა კაფარ-ოღლი, სისაკ ჩაჩიანცი, სოინა ალი-ოღლი და ერვანდ ბაღიროვი დააპატიმრეს და პირველ საგუბერნიო ციხეში მოათავსეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სიმონ ვრაციანი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს, კვირას, ქართული კლუბის თეატრის დარბაზში კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს თავმჯდომარეობით გაიმართა მორწმუნეთა საზოგადოების მორიგი კრება, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოდან სომხეთში ჩასვლისას ალექსანდრე ხატისოვს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები - გრესი და კურტი შეხვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „აზერბაიჯანის ნოტა სომხეთისადმი“, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ლეონ შანტი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მენახორიანი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს აგაბექოვი სომხეთის პარლამენტის წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის დამოუკიდებლობის ცნობის გამო პარლამენტში საზეიმო სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანი სიტყვით გამოვიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გზათა დეპარტამენტის (დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე) განცხადება ტყიბულის ქვანახშირის გასაღების შესახებ.