რეგისტრირებული ფაქტები82070
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 აპრილის „დროების“ ცნობით, ფინანსთა მინისტრმა შუმახერი ბაქოში ახლად გახსნილი ბაზრობის შესახებ ცნობების შესაგროვებლად გაგზავნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „წერ. რედაქციის მიმართ“, რომელშიც კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და ვეჩე ჯიქია მადლობას უცხადებდნენ შემდეგ დაწესებულებებს და კერძო პირებს: ამიერკავკასიის ბანკს, იტალო-კავკასიის ბანკს, თბილისის ქალაქის გამგეობას, სამეურნეო ბანკს, ფარმაცევტთა კავშირს, თათრულ დრამატულ საზოგადოებას, ქალაქთა კავშირს, ერობათა კავშირს, გვარდიის ტყვიის მფრქვეველ რაზმს, ძმებ ძეგველოვებს, ივ. პურადაშვილს, მ. საფაროვ-აბაშიძისას და სხვებს, რომელთაც ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის დამკრძალავ კომისიას შესწირეს თანხა არტისტის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად და მისივე სახელობის მსახიობთა კავშირთან არსებული ფონდის გასაძლიერებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვრის მთავრობის სხდომაზე სამხედრო სამინისტროს (მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე) მიერ აღძრული საკითხის განხილვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა რ. ყაზბეგის ზარალის ანაზღაურებას, დადგინდა, წინადადება მიეცათ გვარდიის მთავარი შტაბისთვის, აენაზღაურებინათ რ. ყაზბეგის ზარალი კრედიტის ნაშთებიდან.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, ვრასკ გალკინი რუსეთიდან თბილისში ციხეების დასათვალიერებლად ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აპრილის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცაშვილის განცხადებით, 25 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის საზოგადო კრება გაიმართებოდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე გამოაცხადა, რომ 1904 წელს ფოტოგრაფი ტარას სვიმონის ძე მომცელიძე გარდაიცვალა. კრების ოქმს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო ცხვედაძე და მდივანი სამსონ ფირცხალავა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ტიმოთე ვასილის ძე გიორგაძე იმერუხუთის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წელს სიმონ ბეჟანის ძე წივწივაძე სოფ. ინაშაურის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1841
ტიპი: გარდაცვალება
1841 წლის პირველ მაისს სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ეგნატე იესეს ძე გოგორიშვილი გარდაიცვალა.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816 წელს გერასიმე მინდელი სოფ. ინაშაურის წმ. სიმონ ღმრთისმიმრქმელის ეკლესიის მღვდელი იყო.