საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81983

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-3 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო აკაკი ტყემალაძე, კონტროლიორებად − თიკო ნიკოღოზოვი და გაბრიელ ჩიკვაიძე.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-4 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო კვერიხაძე, კონტროლიორებად − ბერიძე და მეხუზლა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-5 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო მელიტონ ფერაძე, კონტროლიორებად − ნიკოლოზ ბარნაბიშვილი და ნინა მღვდელაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნახიჩევანის მაზრის ექიმმა გიორგი ივანეს ძე ბადრიძემ თხოვნით მიმართა თბილისის თვითმმართველობას,  საექიმო-სასანიტარო განყოფილებაში ადგილი მიეცათ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-6 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო საბახტარაშვილი, კონტროლიორებად − მიხეილ მინდიაშვილი და ჯოგლიძე.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 აპრილის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სტატიის „ცოლ-ქმრობის წესები სვანეთში“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 18 აპრილის „დროების“ ცნობით, არევაძე ათონელი ბერი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 იანვარს ალექსი პაპუაშვილის ოჯახში, მისი დისწულის, ვახტანგ ბურდულის ნათლობის დროს, ფრონტის დამხმარე კომიტეტის გასაძლიერებლად 14 750 მანეთი შეგროვდა. დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ ეს თანხა შემომწირველთა დავალებით შეიტანა მთავარ კომიტეტში, რომლისგანაც 3 293 მანეთის ქვითარი მიიღო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იასონ ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ ავტორი ის არ იყო. ამასვე ადასტურებდა რედაქციაც.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა წაიკითხა მოხსენება საფრანგეთის მეაბრეშუმეებთან დადებული ხელშეკრულების შესახებ. მთავრობამ დაადგინა, დამტკიცებულიყო ხელშეკრულების პროექტი.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წლის 13 აპრილის „დროების“ ცნობით, გიგო დიდია აზნაური იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დაადგინა, იოსებ სიდავა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორის თანამდებობიდან იუსტიციის სამინისტროს კანცელარიის დირექტორად გადაეყვანათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე გზათა მინისტრ ნოე ხომერიკის მიერ გაკეთებული მოხსენების შემდეგ დადგინდა, კახეთის რკინიგზის აქციონერთა ყრილობაზე მთავრობის წარმომადგენლად ვაჭრობა-მრეწველობის დეპარტამენტიდან ე.ალშიბაია და გზათა მიმოსვლის დეპარტამენტიდან ინჟინერი გვარამაძე დაენიშნათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის აღმსრულებელ ევგენი გეგეჭკორის მოხსენება ევროპაში სრულუფლებიანი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და დაადგინა, ეს თანამდებობა აკაკი ჩხენკელს დაეკავებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის მოხსენების თანახმად, საქართველოს მთავრობამ დააადგინა, წყალთა ინსპექტორ ა. ესენისთვის დახმარება აღმოეჩინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ინჟინერ ლევან დიასამიძეს მიანდო ზომების მიღება, რათა ქალაქის მცხოვრებლებს წყალი ნორმალურად მიწოდებოდათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს ბაქოდან სომხეთის წარმომადგენელმა ბეკზადიანმა საქართველოს მთავრობას ხელმეორედ მიმართა ნოტით. ის სომხეთისთვის საქართველოს საზღვრებში დაკავებული სამარშრუტო მატარებლების განთავისუფლებას მოითხოვდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენების შემდეგ ოფიცერთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დადგინდა, ულუფა მისცემოდა იმ ოფიცერთა ოჯახებს, რომლებიც ფრონტზე იყვნენ გაწვეულნი.

1988

ტიპი: ღონისძიება

1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა მიუნხენიდან გამოგზავნილი ვანო ქიქოძის იარაღის კოლექცია, საქართველოში რეზო თაბუკაშვილის მიერ ჩამოტანილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ დეკემბერს ქართულ სახალხო წარმოდგენათა სექციამ ავლაბარში გამართა ხალხური წარმოდგენა – სუნდუკიანცის „პეპო“. რეჟისორი იყო სვიმონიძე (სვიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილი).

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 დეკემბერს ქართულ თეატრში დაინიშნა ვასილ აბაშიძის საბენეფისო საღამო, უნდა წარმოედგინათ. სამმოქმედებიანი კომედია „უცნაური ხაფანგი" და ოპერეტა „რაინდი უშიშარი და უებრო".

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე პეტერბურგში გაემგზავრა ნავსადგურის კომისიის მუშაობის მონაწილეობის მისაღებად.

1991

ტიპი: ღონისძიება

1991 წლის იანვარში ნატო ციციშვილს გოჩა შათირიშვილმა ვარშავიდან ნიკოლოზ მათიკაშვილის წერილი ჩაუტანა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი სამსახურის საქმეზე ეკატერინოდარში გაემგზავრა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მოქალაქეთა გამგეობის დეპუტატმა ასიტოვმა უარი განაცხადა მოქალაქეთა მოურავის თანამდებობაზე, რადგან წინა მოურავი, ედიგარ ედიგაროვი, პასუხისგებაში იყო მიცემული.