საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91171

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 16 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტს სერგო პავლეს ძე ჩხენკელის, აკაკი (კალისტრატე) იოსების ძე ასათიანისა და ბართლომე მიქაიას ატესტატებს და ჩარიცხვის თხოვნას უგზავნის.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 16 სექტემბერს პავლე ცომაიამ განათლების სამინისტროს თავისი შვილის, ვლადიმერ ცომაიას პარალელურ განყოფილებაში გადაყვანა სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 სექტემბერს მთავარგამგემ სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს აცნობეს, რომ 16 სექტემბრიდან ისტორიის მასწავლებლად გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ილია ბაკურაძე გადაიყვანეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 სექტემბრიდან გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის სმასწავლებელი ილია ბაკურაძე თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიაში გადაიყვანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გიორგი დაჩიას ძე ხევანდოვმა (მცხ. თათარსკაიას ქ. N27-ში) განცხადება შეიტანა საქართველოს ნაციონალურ საბჭოში ბაქოში თურქების მიერ მისი გაძარცვის შესახებ.