რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძემ არაბული ენის ლექციების კითხვა განაახლა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში რესპუბლიკის საზღვრებიდან გასასვლელი მოწმობების გაცემის უფლება შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა თბილისის მილიციის უფროსს, ვლადიმერ სულაქველიძეს მიანიჭა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის საგანგებო მინდობილობათა მოხელემ, ალ. ხაჭაპურიძემ სიმონ სილიბისტროს ძე უჩანეიშვილი განათლების სამინისტროს წინაშე საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნ სტუდენტთა სიაში ჩასაწერად წარადგინა. სწავლის ხარჯებს თვითონ გაიღებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის სასწავლებლის ტანვარჯიშის მთავარი ინსტრუქტორის თანაშემწეებად არჩილ სპირიდონის ძე ბაქრაძე და ირაკლი სიმონის ძე ლორთქიფანიძე დაინიშნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისის ოლქის სასამართლოს უფროსმა ნოტარიუსმა უარი უთხრა კონსტანტინე და ბესარიონ გურულებს აღმასრულებელი ფურცლის რეესტრში ჩანიშვნაზე იმ მიზეზით, რომ 1918 წლის 23 თებერვლის დეკრეტის ძალით დროებით შეჩერებული იყო სასოფლო მამულების გადაცემა და აკრძალვა ვრცელდებოდა საადგილმამულო კომიტეტის განმარტებით, აგრეთვე სამედიატორო მსაჯულების განაჩენზე.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისში კონსტანტინე (კოწია) ეგნატეს ძე ნარსია გარდაიცვალა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 1 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოდან ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე იუნკერთა სამხედრო სკოლის ხელმძღვანელის, გიორგი კვინიტაძის, თანაშემწე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოში გიორგი კვინიტაძე თავისივე ჩამოყალიბებული ეროვნული სამხედრო სასწავლებლის მმართველად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარის მაგიერ მ. გობეჯიშვილი (მდივანი მაისურაძე) განათლების სამინისტროს სწერდა, რომ გამგეობამ მხედველობაში მიიღო მაზრაში საშუალო სასწავლებლის გახსნის საჭიროება, ამიტომ 1919 წლის 31 ივლისს დაადგინა: ქ. ონში მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გაიხსნას გიმნაზია, რომლის თვიურ ხარჯებს გამგეობა თავის თავზე იღებდა.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სურპ-კარაპეტის აღმართზე მოკლეს ანდრანიკ მაშინიანცი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 30 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შეიპყრეს ანდრანიკ მაშინიანცის მკვლელი ფარსეღ მაშინიანცი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 ივლისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ საქართველოს ტყის შესახებ დაბეჭდილ გ. პახარის სტატიაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რესპუბლიკის ფარგლებში შედიოდა 2 000 000 დესეტინა (საზომი ერთ. ძველ რუსეთში, უდრის 1, 09 ჰექტარს) ტყე, ხოლო მთლიანად ამიერკავკასიაში – 3 826 890.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 ივლისს მაქსიმე ბერძნიშვილმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, ერთთვიანი შვებულება მიეცათ ფილტვების ანთების გამო.
1919
ტიპი: თანამდებობა
მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა მინისტრი ნოე ხომერიკი დასასვენებლად განთავისუფლდა ერთი თვით.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 28 ივლისს ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერეს პასუხი დამფუძნებელი კრების სახალხო კომისიის წინაშე აღძრულ შუამდგომლობაზე – მიმდინარე წლის 7 იანვრის, N 35. აუწყეს, რომ სახალხო განათლების სამინისტროს დრო სჭირდებოდა, რათა სამშენებლო ფონდისთვის თანხა მოეძიებინა, ამიტომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ თანამშრომელი მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი შრომისმოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდა იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 28 ივლისს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებულმა სასოფლო კომისიამ დაადასტურა, რომ სტუდენტი მიშა ახმეტელაშვილი სასოფლო კომისიის მუშათა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაარსების დღიდან მუშაობდა სიღნაღისა და თელავის მაზრებში პასუხისმგებელ პროპაგანდისტად; მისი რევოლუციური მუშაობა ნაყოფიერი იყო საზოგადოებისთვის. ხელს აწერენ სასოფლო კომისიის თავმჯდომარე ჯიბლაძე და მდივანი ე. ურუშაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივლისის თემის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების დახურვის შემდეგ, რომლის წევრები იყვნენ ერასტი გორდელაძე და ნესტორ კონტრიძე, თემს სამკითხველოს ხარჯები თვითონ უნდა ეკისრა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის მილიციამ შეიპყრო აგენტების დიდი ჯგუფი: დადიანი, რომელიც თავის თავს უწოდებდა „სამეგრელოს ბრწყინვალე მთავარს“, სინსკი, პეტროვი და სხვ. მათ მოხალისეთა ჯარის მთავარსარდალთან მიმოწერა უპოვეს. მათ, ყველას, საქართველოს საზღვრებიდან გაძევება ემუქრებოდა, გარდა დადიანისა, რომელსაც სასამართლოს გადასცემდნენ.

