რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მუშაობდა გერმანიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მარიამ მაღნარაძემ, დუტუ ხარბედიამ და გრიგოლ ხუნწარიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას თითო მანეთი შესწირეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ილია ხაჟომია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის საბიბლიოთეკო სექციის თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე მიხეილის ასული ერისთავისა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ძირითად საგნებს ასწავლიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში შრომის სკოლის გამგე იოსებ ჩხატარაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება პირველი აპრილიდან მასწავლებელ გრიგოლ ჩიქვინიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი მასწავლებლად მუშაობდა ნავთლუღის სკოლაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სოფიო გიორგის ასული ჩიტაძე მასწავლებლად მუშაობდა ნავთლუღის სკოლაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას სავარაუდო შემოსავლის ანგარიში გაუგზავნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1921 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დუშეთის რაიონში მდივნად მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პეტრე გიორგის ძე ჭარაია მასწავლებლად მუშაობდა გალის ორკლასიან სკოლაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ეკატერინე ზაზუნოვისა ავლაბარში მდებარე მე-7 სკოლის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პეტრე ტატალაშვილი მღვდლად მსახურობდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ალექსის ასულ გეორგობიანს ჰქონდა საშინაო მასწავლებლის წოდება ისტორიასა და ფრანგულ ენაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს იოანე კანდელაკი მღვდლად მსახურობდა ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე მითაიშვილი ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი იყო.

