რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ სამხედრო-საექიმო ინსპექტორი ი. მალინინი აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ზამთრის სეზონისთვის დონის როსტოვის ზარაისკაიას დასში მიიწვიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების კონტროლიორი გულბანი ეკატერინოდარის განყოფილების გამგედ გადაიყვანეს, მის ნაცვლად დანიშნეს ერშოვი.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ ივანე აგიაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა ყველა უფლება-უპირატესობა და ოთხი წლით მადანზე სამუშაოდ გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში დაესწრნენ ქალაქის მოურავის თანამდებობის აღმასრულებელი ბ. ბ. შესტაკოვი, გამგეობის წევრი ესტატე ჩერქეზიშვილი და ხმოსნები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 აპრილს ავლაბრის კლუბში გ. ტერ-დავითიანცის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 სექტემბერს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ ივანე აგიაშვილის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა მთავრობის წინააღმდეგ მოქმედება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბერს გარდაცვლილ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილს დიდუბის ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა გორის ეპისკოპოსმა კირიონმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდს დიდუბის ეკლესიაში დაესწრნენ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი ილია ჭავჭავაძე, დრამატული საზოგადოების წევრები, სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ-მასწავლებლები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდზე დიდუბის ეკლესიაში გალობდა სათავადაზნაურო სკოლის მგალობელთა გუნდი და ილია კარგარეთელისა და სანდრო კავსაძისა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბერს მთავარმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრო 130-ზე მეტი ექიმი. გახსნაზე წაიკითხეს მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინის მილოცვა და ბოდიში, რომ პირადად ვერ შეძლო დასწრება.

