საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ბ. ბ. შესტაკოვი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში გურიის დაბა-სოფლებში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოებზე გიორგი ნიორაძემ წაიკითხა ლექციები იაკობ გოგებაშვილისა და მისი პედაგოგიური იდეალების შესახებ, გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა – საკუთარი ლექსები და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ზაქარია ჭიჭინაძემ ანტონ ფურცელაძის გარდაცვალების 6 თვის თავზე გამოსცა წერილების კრებული მისი მოღვაწეობის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს პეტერბურგისა და მოსკოვის გურბერნიის მარშლები, ზინოვიევი და თ. ტრუბეცკოი, მცხეთის დღეობაზე იყვნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო სადღესასწაულო კრებაზე სიტყვით გამოვიდა სასოფლო-სამეურნეო გაზეთის რედაქტორი ალექსანდრე ქალანთარი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის მეორე გიმნაზიაში გამართულ ლიტერატურულ დილაზე მოსწავლე ყიფშიძემ წაიკითხა რეფერატი საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 სექტემბერს გამართული სამეურნეო საზოგადოების საიუბილეო კრება გახსნა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის ამხანაგმა, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრმა ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეიმ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ვასილ ურუშაძე შავი ზღვის დაბა-ქალაქებში გაემგზავრა მაისიდან წარმოდგენების გასამართად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის „შენ ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები!..“

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილი ჟურნალ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „გაზაფხული“.

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე გაიცნო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) V ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულება „აჩრდილი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ალექსანდრე შარაშიძეს ძმასთან ერთად დ. ჩოხატაურში გახსნილი ჰქონდა 2-კლასიანი სკოლა სამეურნეო განყოფილებით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსანდრე შანშიაშვილმა გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა „ფაუსტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს კონსტანტინე ჭიჭინაძემ დაწერა პოემა „რახი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში იუზა ზარდალიშვილი წაღვერში წარმოდგენების გამართვას გეგმავდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ბათუმის ძველი თეატრის მფლობელმა შმაევსკიმ ახალი თეატრის მშენებლობა დაიწყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 აპრილს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირეჯიბმა ფილარმონიის დარბაზში პატარა კონცერტი გამართა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი კოჟევნიკოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს არტემ ფირალოვის თავმჯდომარეობით გამართულ საოჯახო მრეწველობის წარმომადგენელთა სხდომებზე იმსჯელეს საოჯახო მრეწველობის ტექნიკურ გაუმჯობესებასა და ხელოსნებს შორის ტექნიკური ცოდნის გავრცელების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საუფლისწულო მამულების ყველანაირი მეურნეობის ფოტოები გ. ი. გოგოლ-იანოვსკისა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა წმ. ნინოს უბნის ახალგახსნილი სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი ფარადაშვილის წერილი რედაქციის მიმართ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თბილისის სარკინიგზო საავადმყოფოს ორდინატორი, ვენეროლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე პაციენტებს მოსკოვის ქუჩის №4-ში იღებდა.