საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85126

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი, ვინც მეტყველებაში იყენებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ამ ქვეყნიდან წასვლასთან ერთად თან გაიყოლებდა ამ გამოთქმებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხური ზეპირსიტყვიერება ხალხის კულტურულ წინსვლასა და ადამიანის გონებრივ განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა ქრებოდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკია ისევე ენერგიულად მუშაობდა, როგორც ორმოცი-ორმოცდახუთი წლის წინათ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იხსენიებდა ვასილ ბარნოვს, როგორც სწორუპოვარ ბელეტრისტს.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 6 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის მოწვევის შესახებ მოთხოვნა შესაბამის უწყებაში გაგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის დეკემბერში შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს ურჩია, რომ ოსტმისტერიუმში შესულიყო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ გერმანიის მმართველმა წრეებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, რომ ნდობა გამოუცხადეს უპასუხისმგებლო პირებს: კერესელიძეს, მიხეილ კედიას, გრიგოლ ალშიბაიასა და სხვებს.

1942

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს გერმანიაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს ურჩია, რომ ღირსეული საქმის გამოჩენას დალოდებოდა. მოუბოდიშა, რადგან მის ნაცნობებს ვერ დაეხმარა. სთხოვა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ელ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართული ემიგრაციის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მათ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს მისწერა, რომ ქართველ ემიგრანტებს შორის კონკრეტული პირები უღირსად იქცეოდნენ.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მარჯანიშვილს სთხოვა, რომ მის მიერ გაგზავნილი წერილი ანდრია ქურციკიძისთვის საფრანგეთში გადაეგზავნა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 17 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ დავით მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პირველ საველე ბატალიონს მის ნაცვლად გაჰყვა. მაღლაკელიძის თქმით, ბატალიონში ბევრი კარგი ყმაწვილი იყო.

1942

ტიპი: გარდაცვალება

1942 წლის 16 ივლისს გიორგი ბერბიჭაშვილი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა კანდიდ ჩარკვიანის ცნობით, ბერბიჭაშვილი 1947 წელს დაიღუპა.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წლის 1-ლ ივნისს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორ სიმონ ჯანაშიასა და ქრისტინე შარაშიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა ნაშრომი თემაზე: „იესე ოსეს ძის ქრონიკები“ ერთ-ნახევარი საავტორო თაბახის მოცულობით. ნაშრომის დაბეჭდვის შემდეგ დირექცია მას თითოეულ თაბახში ჰონორარს – 400 მანეთს მისცემდა. ხელშეკრულება შედგა ორ ცალად: ერთი ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა, მეორე ისტორიის ინსტიტუტში დარჩა.

1942

ტიპი: ღონისძიება

1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.

1942

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე სულავა გარდაიცვალა 1942 წლის მაისში.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს ქრისტინე შარაშიძემ S ფონდიდან საბას ლექსიკონის პირველ გვერდებზე მოთავსებული ანბანის 5 ხელნაწერის (N20, N24, N82, N1599, N2664) ადგილზე ნახვა ითხოვა.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1943 წლებში ვიქტორ გაბესკირია იყო რადიოკომიტეტის ლიტერატურულ-დრამატული სექციის უფროსი რედაქტორი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1943 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შემოქმედებითი სახლის დირექტორი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1956 წლებში კალე ბობოხიძე იყო სახელგამის უფროსი რედაქტორი.

1942

ტიპი: თანამდებობა

1942-1954 წლებში კარლო კალაძე იყო რადიოკომიტეტის პასუხისმგებელი რედაქტორი.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის პატარა მოთხრობათა კრებული.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობათა კრებული რუსულად.

1942

ტიპი: ავტორობა

1942-1943 წლებში დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „სიკვდილზე ძლიერი“.