საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე დავითის ძე სულხანოვი გორის მაზრის წინამძღოლად დაამტკიცეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 22 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „სოფ. გლდანი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ალექსანდრე წულუკიძე ონის სასამართლოს პრისტავი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ ცისკარიშვილმა ყვარელში აფთიაქი გახსნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 აგვისტოს „დროებაში“ ნიკო რაზიკაშვილის ლექსი „მგზავრის საღამო მთებში“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გამოიცა ბესარიონ გაბაშვილის ლექსები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკო ლომოურის მოთხრობა „ქაჯანა“ გამოიცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სოლომონ შოშიევს ავლაბარში ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გახსნა სურდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 აპრილს ჟურნალისტმა კოტე ხერხეულიძემ სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა 10 აპრილს გორში გამართული თავად-აზნაურთა ყრილობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VI ნაწილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 დეკემბერს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა, რომ საახალწლოდ მის წერილს ელოდებოდა „კვალში“ დასაბეჭდად.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5. 5 მანეთი შეაგროვეს. თითო მანეთი დადეს ლიზა კაჭარავამ, გრიგოლ ცეკვავამ, ისააკ ჟვანიამ და ალექსანდრე ცეკვავამ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმში დესპინე ივანიძის დასახმარებლად 5.5 მანეთი შეაგროვეს. ათ-ათი შაური დადეს ტრიფონ იესეს ძე კაჭარავამ, მიხეილ ჟორჟოლიანმა და ივანე დანელიამ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის ლექსი „საფრანგეთის ლირიკა“ (კოჭლი სონეტი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „გაზაფხულის პირად“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „ღიმილი“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმიდან დესპინე ივანიძის დასახმარებლად გამოგზავნილი 5.5 მანეთი ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ ქუთაისის დრამატული საზოგადოების წევრს, ივანე პურადაშვილს გაუგზავნა ადრესატისთვის გადასაცემად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალუღიშვილის წერილი „დედა, ძაძებს ნუ ჩაიცვამ.“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსი „სურათი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კატო მიქელაძის ლექსი „სევდა, წუხილი, ცრემლი, ნაღველი,...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი „გალაღებული და თავხედი მსახიობ-მომღერალი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ზღვის ტალღებზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (გიორგი წერეთელი) IV ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას სოხუმიდან ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა დესპინე ივანიძის სასარგებლოდ შეგროვებული 5.5 მანეთი გაუგზავნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 10 აპრილს გორის მაზრის თავად-აზნაურთა ყრილობას გორში ესწრებოდნენ თბილისიდან ჩასული აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, „კავკაზის“, „ივერიისა“ და სხვა გაზეთების კორესპონდენტები.