საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ვლადიმერ როსტომაშვილმა თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე ბიბლიოთეკის მნიშვნელობასა და ვახტანგ გორგასლის შესახებ ისაუბრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ბარბარე ჯორჯაძემ თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე თავისი ლექსები წაიკითხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ზაქარია ჩხიკვაძე თელავის საზოგადო ბიბლიოთეკის სასარგებლოდ კლუბში გამართულ სალიტერატურო საღამოზე მომღერალ ქალთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ბაღდოევმა თელავის წმ. ნინოს სახელობის საქალებო სასწავლებელს 80 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ბაღდოევმა კახეთში მდებარე როსტომაშვილის საქალებო სკოლას 30 მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ნინო ორბელიანის ლექსები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 იანვარს თბილისში პეტრე ამბარცუმოვის მაღაზია გაქურდეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია სიღნაღის შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილი „აფხაზეთის“ მერვე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გაზეთ „დროების“ რედაქციამ ნიკოლოზ გამრეკელის მიერ რუსულად დაბეჭდილი თხზულება „საბა ორბელიანი და მისი ქართული ლექსიკონი“ მიიღო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის იანვრის გაზეთ „დროებაში“ ვლადიმერ მიქელაძის „სიმღერა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის იანვრის გაზეთ „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „პედაგოგიური შენიშვნა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ანთაძემ სოფელ ვარძიაში საკუთარი ხარჯით სკოლა ააშენა და იქ პედაგოგად მუშაობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, მიხეილ ჯაფარიძე შორაპნის მაზრის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სილოვან ჭიჭინაძის მადლობის წერილი მიხეილ ჯაფარიძის მიმართ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის იანვარში ერმალოზ ჯაში ილორის სასოფლო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის პატარა ბიბლიოთეკა დააარსა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის აიყვანა პედაგოგი, რომელიც მათ რუსულად წერა-კითხვას ასწავლიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილის „აფხაზეთი“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ტიხეევმა კავკასიის მთავარმართებელს სახელმწიფო ქონებათა მართვის პროექტი წარუდგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს კ. სერობიანცი არ ასრულებდა ხელოსანთა კრების დადგენილებას მოურავის ჯამაგირის შემცირების შესახებ. ამის გამო ამქრის მოსამსახურეები 7 თვე უხელფასოდ იყვნენ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 7 ივნისს გამართული დრამატული საზოგადოების წევრთა კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ჟურული.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ტატარინოვი, ვლადიმერ დავითის ძე სტაროსელსკი, ადოლფ ქრისტიან როლოვი, ნ. ზ. ვერეშაგინი, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შავროვი, გრიმი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი, ს. გულიშამბაროვი, მ. ა. შოსტაკოვი, მიხეილ პავლეს ძე ჰაკელი, ნ. რ. ზავადსკი.