რეგისტრირებული ფაქტები81692
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე ბ. კალიშევსკისა და მისი ამხანაგების თხოვნა მოისმინეს. კალიშევსკის თბილისში ტექნიკური სასწავლებლის გახსნის ნება მიეცა იმ პირობით, რომ ქართული ისწავლებოდეს. სკოლის უფლების საკითხს კი სამინისტრო საბოლოოდ გადაწყვეტდა, როცა ტექნიკუმი საზოგადოებისა და მთავრობის ნდობას დაიმსახურებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი ფლობდა ბინას ვერაზე, გუნიბის ქუჩა N 41-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი იღებდა ბავშვებს და შინაგანი სნეულების მქონე ავადმყოფებს დილის 9-11 და საღამოს 5-7 საათებში თავის ბინაზე: ვერა, გუნიბის ქუჩა N41, ტელეფონი: 14-09.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრი გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მედიცინის დოქტორი, თბილისის კადეტთა კორპუსის უფროსი ექიმი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი იღებდა ბავშვებს, შინაგან და ქირურგიულ ავადმყოფებს დილის 8-9 და საღამოს 5-7 საათებში, ტელ. 17-21.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისში გამართული ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატული პარტიის მეორე კონფერენცისი თავმჯდომარე იყო ალექსანდრე დავითის ძე თორაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე კონფერენციაზე განიხილეს საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილების წინაამღდეგ გამოსული პირების, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისა და მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბლის საქციელი და სამართლიანად მიიჩნიეს მთავარი კომიტეტის მიერ ამ ორის წინააღმდეგ მიღებული ზომები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეორე კონფერენციაზე განიხილეს საპარლამენტო ფრაქციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის გადაწყვეტილების წინაამღდეგ გამოსული პირების, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისა და მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბლის საქციელი და მიიჩნიეს მათი ქმედება პარტიის ეთიკისა და დისციპლინისათვის საზიანოდ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში იმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომლის დირიჟორი იყო სამუელ სტოლერმანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნიკოლსკი, კურბატოვი, საბინინი და ორლოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: კანშინი, მოლჩანოვა და ვრონსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვიშემირსკაია, ვლადინა და გედევანოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში იმართებოდა „ტანჰეიზერის“ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვოლ-ლევიცკაია, შვამბერგი და გორინსკაია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 15 სექტემბერს დუშეთში ჩატარდებოდა დუშეთის ოლქის გლეხობის კრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ რაჟდენ მათეს ძე არსენიძე და რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც შვილები, მარია ივანეს ასული და დარია ივანეს ასული ფალავანდიშვილები, მეუღლეებთან, გიორგი ქაიხოსროს ძე დავიდოვსა და ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილთან ერთად, მათი შვილები, ასევე სოფიო ივანეს ასული ფალავანდიშვილი იუწყებოდნენ, რომ კვირას, 15 სექტემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის პანაშვიდი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე მაყაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი ესწრებოდნენ.