საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81553

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს ფოთის პორტის მახლობლად რიონის, ხობისწყლის, კაპარჭისა და მათი შენაერთების გამოყენებით სანაოსნო მოძრაობის გახსნის საკითხი განიხილეს. ამ საქმის განხილვა აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიას დაევალა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენება ეხება მესხეთის კერამიკის სკოლის ხარჯების გასაძღოლად 2 000 მან. გადადებას. სასწავლო წელი იწყებოდა და სკოლას სჭირდებოდა, რომ იმ დღესვე დაემზადებინა სამუშაო მასალა, შეშა, ნახშირი და სხვ. ხარჯთაღიცხვა კი შეიძლება დაგვიანებულიყო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვა, განკარგულება გაეცა თანხის გაცემაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივანი 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენებაში _ პირველდაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ, აღნიშნავს, რომ დას. საქართველოში მილიონი მცხოვრები ითვლება, სახალხო სკოლების რიცხვი კი 900-მდეა, აღმოსავლეთში 600 000 მცხოვრებზე 240 ქართული სკოლაა, ე.ი, ერთი სასწავლებელი მოდის 2. 500 მცხოვრებზე, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა წელსვე გაიხსნას პირველდაწყებითი სასწავლებლები რკინიგზას მოშორებულ ადგილებში, სადაც სკოლები ნაკლებია, ასეთებია: დუშეთის, თიანეთის მაზრები და გორის მაზრის ზოგიერთი განაპირა უბანი _ ბორჯომისა და ცხინვალის ხეობა, ასევე სიღნაღისა და თელავის მაზრები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე დაეშვა. იგი ასევე, ამზადებდა მის მატრიკულარულ მოწმობას. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი უმაღლეს და საშუალო სასწავლებლების მთავარ გამგეს თხოვნაში სწერს, რომ ნიკოლოზ ალავიძე სწავლობდა ლეობენის სამთო აკადემიაში ორწელიწადნახევარი. ხელს აწერენ: დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის რეალურ გიმნაზიას ოლღა ნიკოლოზის ასულ ხიმშიაშვილის თხოვნა გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აგაფია პავლეს ასული აბაშიძე შვილებთან ერთად იუწყებოდა, რომ 12 ოქტომბერს საჩხერის ეკლესიაში გაიმართებოდა ინჟინერ ლევან კონსტანტინეს ძე აბაშიძის პანაშვიდი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს გამართულ ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის რიგებიდან გარიცხეს პეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს თბილისში გამართულ კონცერტზე ორკესტრს, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინის დირიჟორობით, განსაკუთრებით შთამბეჭდავად შეუსრულებია რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერეზადა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს თბილისში გამართულ წარმოდგენაზე ნიკოლაი ნიკოლაევს შთამბეჭდავად შეუსრულებია როიალზე E-mol კონცერტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს გაიმართა სიმფონიური კონცერტი ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინის დირიჟორობით.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ ყაველაშვილს ბინა ჰქონია თბილისში, ოლღას ქუჩა N10-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს სიმონ ყაველაშვილს ბინაში (ოლღას ქუჩა N10-ში) ბოროტმოქმედები შეუცვივდნენ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ნ. ვულკინი, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაცია ედებოდა ბრალად.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმროში „ნავთლუღი“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 12 სექტემბერს სასტუმრო „ნავთლუღში“ დააპატიმრეს ვასილიუკი, რომელსაც ბრალად ედებოდა ქართული არმიის ინტენდანტთა საქონლის გატაცება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომა არ გაიმართა, რადგან მხოლოდ პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მაყაშვილი გამოცხადდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბერს, მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ახალგაზრდული კავშირის განცხადებით, ნინა ივანეს ასული ბარანოვსკაია საბავშვო ბაღის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მთავარგამგის 7 ნოემბრის N81 ბრძანების თანახმად, გიმნაზიის სომხური ენის თავისუფლად დაგირავებულ მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დანიშნეს არტაშე აბეგიანი. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით მარიამ სიმონის ასული რცხილაძე თბილისის წმინდა ნინოს გიმნაზიაში საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 11 სექტემბერს გაბრიელ მიხეილის ძე ქვლივიძემ თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს სთხოვა შვილის, გიორგი გაბრიელის ძე ქვლივიძის სასწავლებელში ჩარიცხვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის წინადადებით ამიერკავკასიის სატელეგრაფო სააგენტოს საქართველოს სატელეგრაფო სააგენტო დაერქმეოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით დადგენილ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილისათვის განსაკარგავად 100 ათასი რუბლის კრედიტის გახსნა. ეს თანხა საქალაქთაშორისო სატელეფონო ხაზების მოწყობას მოხმარდებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის წინადადებით გერმანული ვალუტის კონვერტაციისათვის სახელმწიფო ბანკში გადადებულ იქნა 200 ათასი რუბლი.