საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 მარტს გაზეთ „დროებაში“ სოლოლაკელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის „ფელეტონი“ არტისტულ კლუბში გამართული პოეზიის საღამოს შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „ფაცხა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 12 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის“ ახალი გამოცემის შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 5 თებერვალს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ ქუთაისში „სასოფლო გაზეთის“ გამოწერის მსურველები გერასიმე კალანდარიშვილსა და სიმონ ღოღობერიძეს უნდა დაკავშირებოდნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეკატერინე თარხან-მოურავის დარია მამაცაშვილისადმი მიძღვნილი წერილი „გაბედნიერება“ ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების შესახებ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ მიხეილ ლორის-მელიქოვი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ივანე ანდრონიკაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ თავადი ზაქარია ვაჩნაძე სიღნაღის მაზრიდან აირჩია საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად.

1867

ტიპი: ღონისძიება

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მიხეილ და ივანე შერმაზანოვების სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეებს ჩამოართვეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ორბელიანის ლექსი „იმედი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსი „ფრთხილათ!“

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ კირილე კორთქიფანიძემ გამოსცა ლექსთა კრებული „ჩონგური“, რომელშიც შეტანილი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსებს.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 11 აპრილს ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად მოყვარულ მსახიობთა დასმა ქართულ ენაზე წარმოადგინა მოლიერის პიესა „ძალათ ექიმი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია ვახრამოვი, ნინა დერაზმორდუკისა და მარიამ ფურცელაძე.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 17 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის მიმართვა სომეხი ხალხისადმი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ ხერხეულიძემ ცხინვალის სცენისმოყვარეთა წრეს შესთავაზა თითოეული წარმოდგენიდან ერთი მანეთი დრამატული კურსების ფონდის სასარგებლოდ გადაედოთ. წრემ მისი წინადადება მიიღო.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩეველ ტიროვსა და გენერალ-მაიორ მაკარ ორბელიანს შორის არსებული ფინანსური დავა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 23 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ღია წერილი ჟურნალ „ცისკრის“ მკითხველებისადმი.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 13 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის საახალწლო მიმართვა ქართული საზოგადოებისადმი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის წერილისა „ქვეითათ და რკინის გზაში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 26 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „Фანტაზია“.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს ნიკოლოზ სვიმონის ძე დუგლაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1841

ტიპი: თანამდებობა

1841 წელს რომანოზ იოანეს ძე დეკანოსიძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851-60 წლებში ნიკოლოზ სვიმონის ძე ნანიტაშვილი ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 11 აგვისტოს ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ნანიტაშვილი გარდაიცვალა.

1857

ტიპი: თანამდებობა

1857-94 წლებში მიხეილ ბესარიონის ძე კიკნაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.