რეგისტრირებული ფაქტები91185
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1967
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 11 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი ბიდურაშვილების მამული და ქვის სახლი თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ივლისს ახალ კლუბში ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიური ორკესტრის კონცერტი იყო დაგეგმილი.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 18 თებერვალს თავადი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი გორის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამავლის კანდიდატის თანამდებობაზე დაინიშნა.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 18 თებერვალს ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორი, კოლეჟსკი ასესორი ლევ მარკოვი სტავროპოლის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორად დაინიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ევგენი კალანდაძემ საჯავახოს ბიბლიოთეკას თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 16 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტმა სტუდენტი ეკატერინე სარაჯიშვილი წარჩინებული სწავლისათვის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო ტიტულოვანი მრჩევლის, ნაზარბეგოვის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე მსახიობებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“, შესვენებაზე კი წაიკითხეს გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“ და სხვა ლექსები.

