რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე გრიგოლის ასული ჯალაბაშვილი გორის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით გორის ვაჟთა გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგი იოსებ ქუმსიშვილი გორის საოსტატო სემინარიაში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N101 ბრძანებით, დიმიტრი დუმბაძე თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N100 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი გიორგი პავლეს ძე ბონდარენკო თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 92 ბრძანების თანახმად, 1918 წლის 10 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბერს დაპატიმრებული შევკეტ ნორმანის, მუკერემ ისმაილ-ოღლისა და კამინ მუსტაფა-ოღლისთვის ჩამორთმეული ფული თბილისის რკინიგზის მილიციამ ბრალდებულთა თანდასწრებით დალუქა. პროცესს ესწრებოდნენ სადგურ „თბილისის“ კომენდანტი შულმანი, ილია დგებუაძე და ანდრეი კრივოშეი. ფული ცეცხლგამძლე სალაროში მასხარაშვილისა და ძაგანიას თანდასწრებით შეინახეს. კ. ა. ჩხეტიამ გადაწყვიტა, ა. ამბარცუმიანის მიერ ხელმოწერილი ოქმი საქართველოს რკინიგზის მილიცის უფროსისთვის გაეგზავნათ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 ნოემბერს დააპატიმრეს თურქეთის არმიის ჩინოვნიკი, ხაზინადარი შევკეტ ნორმანი და ასკერები – მუკერემ ისმაილ-ოღლი და კამინ მუსტაფა-ოღლი. მათ ბაქოში მიმავალი N4 მატარებლით უკანონოდ გადაჰქონდათ ვერცხლის ფულით სავსე სამი ტომარა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: გიორგი ნანეიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სპირიდონ კედია და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე ს. ჯაფარიძეს, მდივან პ. საყვარელიძეს, დამხმარე გ. ნანეიშვილსა და წევრებს: გ. რცხილაძეს, ს. კედიას უნდა განეხილათ მთავრობის კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის (ქვეშევრდომობის) მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბერს საუწყებო კომისიის თავმჯდომარე, განათლების მინისტრი ლასხიშვილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭოს ატყობინებს, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს ისტორიული მნიშვნელობის არქივი გადაეცათ საზოგადოების თავადაზნაურობის მამულის გამგე ბ. მამრაძისა და ყოფილი მდივან ბ. ი. ზურაბიშვილისგან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახლად არჩეულმა გამგეობამ 6 სხდომა გამართა და 48 საქმე განიხილა. ფაქტი დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება გაგრის კლიმატური სადგურის მიმღებ ხელაძის, გაგრის მილიციის უფროს დგებუაძისა და მილიციონერების – სვანიძისა და ჯიქიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სამართალში მიცემით. დაადგინეს, საჭიროების მიხედვით თანამდებობის პირი გადააყენოს იუსტიციის სამინისტრომ სათანადო უწყებასთან შეთანხმებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა გიორგი შარაშენიძის მიერ შეწყალების თხოვნის შესახებ. თხოვნა და მთელი მისი საქმე სამინისტროს დაუბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის გამოსვლა ფირცხალაიშვილის მიერ შეწყალების თხოვნის თაობაზე. განხილვა გადაიდო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის გამოსვლა დიმიტრი ალექსანდრეს ძე ბადალიანცის შეწყალების თხოვნის შესახებ. ეპატია სასჯელი უფლებების დაბრუნებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს დადგენილება გზათა მინისტრის მოადგილე მალანიასთვის ავადმყოფობის გამო 2700 მანეთის დახმარების მიცემის შესახებ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება ბარნაბა გამსახურდიას უფლებათა აღდგენაზე თხოვნის (N1931, 8 ნოემბერი, 1918) შესახებ და დაადგინეს: დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N84 ბრძანებით თბილისის პირველი ქალთა გიმნაზიის ქართული განყოფილების ხელსაქმის მასწავლებლად ვერა სტეფანეს ასული ბასტამოვა დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის 1918 წლის 12 ნოემბრის მოხსენება ეხება მასწავლებელ მარიამ არუთინოვისთვის 500 მანეთის ოდენობის შემწეობის აღმოჩენას. მას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ჯამაგირი არ მიუღია, რადგან ამ დღეს დატოვა ბათუმი, რომელიც ოსმალოს ჯარებმა აიღეს. ის კუთვნილი თანხის გამოყოფას ითხოვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს ფინანსთა მინისტრისთვის უნდა წარედგინათ სახელმწიფო კონტროლის დასკვნა სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მან. გაღების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის საქმეთა მმართველის მაგივრად ხელს აწერს გრიგოლ რობაქიძე, საქმის მწარმოებლის მაგიერ თ. გველესიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N82 ბრძანებით მიხეილ ქრისტოლუბოვი ლანჩხუთის გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N82 ბრძანებით მარიამ ქრისტეფორეს ასული უგრელიძე თბილისის საოსტატო სემინარიის ექიმად დაინიშნა.

