რეგისტრირებული ფაქტები92896
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 14 იანვარს არკადი ტიმოხინი და ნიკოლაი კრასნოვი, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის პედაგოგები, სთხოვენ განათლების სამინისტროს ჯამაგირის სახით გამოუყონ 400 რუბლი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ ბარბარე ივანეს ასული ამილახვარი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ოზურგეთის ქალთა გინაზიის უფროსს, რომ აცნობოს აქვს თუ არა ზოგადი განათლება ანა გეგელაშვილს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის თხოვნა, რომ გარდა მის მიერ უკვე მიღებული ჰონორარისა (1200 მან.) 50 ცალი ფიზიკის სახელმძღვანელო მიეღო. გამგეობის დადგენილებით, მას 20 ცალი ფიზიკის წიგნი გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლების მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ გომარეთის, ყალამშის, გერგეთის და ატენის სკოლებში სწავლა არ მიმდინარეობს, რადგან შესაფერისი მასწავლებლები ვერ იშოვეს. სასკოლო სექციას მასწავლებლების მოძებნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი საზოგადო კრების შესახებ, რომელიც დანიშნული იყო 19 იანვარს. გამგეობის განჩინებით რწმუნებულთა საზოგადო კრება გადაიდო 2 თებერვლისათვის და ამის შესახებ ეცნობათ განყოფილებებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „კახეთის“ მუშა-მოსამსახურეთა კომისიის თხოვნა მათთვის ორი ცალი „ვეფხისტყაოსნის“ (ქართველიშვილის გამოცემა) დაწესებულ ფასში გადაცემის შესახებ. მათ ორი ეგზემპლარი გადასცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო პეტრეს ასული ეპიტაშვილის თხოვნა. მიეცეს მას საკომისიოდ წიგნები. მან და მისმა ამხანაგებმა განიზრახეს წიგნის მაღაზიის გახსნა ქ. თბილისში. გამგეობამ დაადგინა, საკითხი ჯერჯერობით ღია დაეტოვებინათ, ვინაიდან თბილისში საკომისიოდ წიგნები არავის ეთმობოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების თხოვნა, მიეცეს მას ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის წიგნებით დახმარება. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 96 მანეთის წიგნები ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გიგო შარაშიძემ წარადგინა მის მიერ გამოსაცემად თარგმნილი პატარა წიგნაკები: „ქვანახშირი“, „მოშინაურებული ცხოველები“ და „როგორ უნდა მოვიწყოთ ბოსტანი“. გამგეობის ცნობით, უკვე გამოსცეს გიგო შარაშიძის მიერ თარგმნილი: „ჰაერი და სითბო“, „მეხის ამბავი“, ჰონორარად მისცეს ას-ასი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, საკითხი განსახილველად სექციისთვის გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, კელენიკე ქავთარაძე, კირილე ნინიძე, თავმჯდომარეობდა თევდორე კიკვაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ბრძანებით აცნობა, რომ ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაამტკიცეს გიორგი დავითის ძე აბულაძე. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაიბეჭდა დავით კლდიაშვილის წერილი „ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“-ს შესახებ“, ავტორმა პატარა მოთხრობა, რომელიც მთავრდებოდა ელგუჯას სიკვდილით, ასოთამწყობთა თხოვნით, რომლებიც არ ურიგდებოდნენ მთავარი გმირის სიკვდილს, როგორ გადააკეთა ვრცელ მოთხრობად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნებაში“ (N2) დაბეჭდილ წერილში „ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“-ს შესახებ“ დავით კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ ელგუჯა ერთხანს აკრძალული იყო, ცენზურამ ჯერ დართო ნება, ცალკე გამოეცათ, მაგრამ როცა დაიბეჭდა, ცენზორმა გამოცემა დააკავა და წაიღო. ყაზბეგმა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი გადაინახა და ერთი მალულად სულ თან დაჰქონდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნინო ჩხეიძე დაიბადა 1881 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში, ვექილ პლატონ ჩხეიძის ოჯახში.

