რეგისტრირებული ფაქტები92889
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტრის სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიამ თბილისის გუბერნატორს გაუგზავნა მინდვრის თაგვების გასაწყვეტი წამალი, ე. წ. მერეჟკოვის სითხე, გუბერნატორმა კი – ბორჩალოს მაზრის უფროსს, სადაც აგრონომი ს. მ. ზავაროვი იყო გაგზავნილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საბაჟო უწყებამ გადაწყვიტა იმ შენობის შესყიდვა, რომელშიც იყო თბილისის საბაჟო დაწესებულება და რომელიც ალექსანდრე მანთაშევს ეკუთვნოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 აგვისტოს დიმიტრი არაყიშვილი თელავში ჩავიდა ფონოგრაფით კახური სიმღერების შესაკრებად. ქიზიყსა და ქართლში მან 40-მდე სიმღერა ჩაწერა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ზაალ მაჩაბელი ცხინვალის დასის დამხმარე მსახიობები იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის დასახმარებლად ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „ორი გმირი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „და-ძმა“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სიღნაღისა და თელავის მაზრებში იოსებ გრიშაშვილისა და იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით წარმოდგენები გაიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საექიმო გამგეობამ ფარმაციის მაგისტრ ფერდინანდ ოტენს დაავალა იმ მინერალური წყლების ანალიზი, რომელთაც თბილისის ქარხნებში ამზადებდნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ფინანსთა მინისტრმა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი შეარჩია, ესესნი იყვნენ: საშტატო მრჩეველი პ. მ. მამატოვი, ერევნის ვიცე-გუბერნატორი მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე, ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების თავმჯდომარე პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი და თბილისის სამეურნეო ბანკის დირექტორი ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

