საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89726

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1944 წლებში გიორგი სამხარაძე გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის” პასუხისმგებელი მდივანი იყო ქუთაისში.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941 წელს გიორგი სამხარაძემ თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სტალინის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში” და მიიღო ქართული ლიტერატურის კათედრის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოცენტის წოდება.

1941

ტიპი: ღონისძიება

ანდრო ლომიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1941 წელს.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1946 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე უფროსი ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა საბჭოთა არმიაში და მუშაობდა დივიზიის გაზეთის რედაქციაში.

1941

ტიპი: ორგანიზაცია

1941 წელს კონსტანტინე მეძველია მიიღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941-1945 წლების სამამულო ომში არტემ ახნაზაროვი მსახურობდა საბჭოთა არმიაში არ მსახურობდა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ შვილს, ბიბი ქარცივაძეს, თბილისში გამოუგზავნა წერილი და ცოლის შერთვის ნება დართო.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 12 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, როგორი გახარებული და აღელვებული იყო შვილის, ბიბი ქარცივაძის დაოჯახების გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის ნოემბერში ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ გაზეთ „პრავდაში“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების ცნობა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 19 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში მისწერა, რომ გაახარა მისმა დეპეშამ, რომელიც ეხებოდა თამარისთვის მნიშვნელოვან თარიღს – მას ზუსტად ორი წლის შემდეგ შეეძლებოდა საქართველოში დაბრუნება.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წლის 19 ოქტომბერს სამი წელი შესრულდა, რაც თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გადასხლებაში იმყოფებოდა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 18 ოქტომბერს გადსახლებიდან სამი წლის თავზე თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ჯამბულიდან ქრისტინე შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 13 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა კერძო ხასიათის ღია ბარათი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 4 ოქტომბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს, მისწერა კერძო საკითხებზე და შეატყობინა, რომ ორი დღის წინ ქრისტინეს გაგზავნილი ორი წერილი ნახა ძველი ბინის მისამართზე.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 21 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ჯამბულიდან თბილისში ღია ბარათი გაუგზავნა ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, რომ ელოდა წერილებს მისგან და შვილისგან – გოგი ქარცივაძისგან, რომელიც მას ერთი თვის წინ შეჰპირდა წერილს.

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1940 წლის 17 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თავისი განაჩენი შეიტყო. მას ჯამბულში (ყაზახეთში) 5 წლით ტოვებდნენ.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 16 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა კერძო ხასიათის ღია ბარათი. თამარი წუხდა, რომ შვილის, გოგი ქარცივაძის, წერილი არ მიუღია და შიშობდა, რომ დაიკარგა.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წლის 11 ივლისს იწისა და წე­სის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიების მღვდელ­ი ფილიპე სიმონის ძე გოცირიძე გარდაიცვალა.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წლის 10 ივნისს იწის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელ­ი მიხეილ ზაქარიას ძე სხირტლაძე გარდაიცვალა.

1940

ტიპი: გარდაცვალება

პანტელეიმონ ჩხიკვაძე გარდაიცვალა 1940 წლის 15 აპრილს თბილისში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძემ თბილისში დაწერა ავტობიოგრაფია.

1940

ტიპი: განათლება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში ქუთაისში მიღებული დაწყებითი განათლების შესახებ წერდა.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მამამისმა იაკობმა იგი მიაბარა ივანე ტაიგელის ოჯახში ფრანგული და გერმანული ენების შესასწავლად.