საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ქიტიაშვილმა გორის კომისიას უჩივლა. მისი თქმით,  მას ანგარიშს არ უწევენ, ლანძღავენ და ბიულეტენების დასარიგებლად სახარჯო ფულს არ აძლევენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის იანვრში ალექსანდრე ლომთათიძე გორის კომისიას სწერს, რომ გამოქვეყნებულიყო სიები 25 იანვრამდე. დამატებით ფულს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის გამოგზავნის შემდეგ მიიღებდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის თებერვალში ალექსანდრე ლომთათიძე გორის სამაზრო კომისიის თავმჯდომარე კობერიძეს სწერს, რომ პარტიებს დასარიგებლად უნდა მისცენ ბიულეტინები და ავანსად, ხუთი ათასი მანეთი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 14 იანვარს გორის სამაზრო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კობერიძემ შეატყობინა ალექსანდრე ლომთათიძეს, რომ კომისია 15 წევრისგან შედგებოდა. აქედან თორმეტი სოციალ-დემოკრატი იყო, ორი – ფედერალისტი, ერთი კი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ნავთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 28 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „გაერთიანებისთვის“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 თებერვალს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ (თურდოსპირელი) დამფუძნებელი კრების ჟინვალის საზოგადოების საარჩევნო კომისიას მისწერა, რომ საქართველოს სოც-დემ. მუშათა პარტიის წარმომადგენლად კომისაში გენადი მოსეს ძე ბელთაძე იგზავნებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აკაკი ტყეშელაშვილი სცენისმოყვარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს მისწერა, საქართველოში მხოლოდ ისეთი გამომცემლობები უნდა არსებობდეს, რომელთაც სახელმწიფო მართავსო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს განცხადება გაუგზავნა, რომლითაც სახელმწიფო გამომცემლობის კოლეგიის წევრად დანიშნვა სთხოვა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 29 იანვარს, 10 საათზე ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ეკატერინა ადამის ასულ მუათის წირვა გაიმართებოდა და შემდეგ საყდრის ეზოში დაკრძალავდნენ.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 28 თებერვალს გრიგოლ ვეშაპელმა ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, პარიზში ქაქუცას „შეფიცულთა“ ჯგუფი სულ უფრო ღიად უპირისპირდება მენშევიკებსო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 7 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის პროკურის თანაშემწე ივანე ეგიაზაროვი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით სასამართლოს თანაშემწედ დაინიშნა.

1916

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის 29 ნოემბერს შალვა აფხაიძემ პეტერბურგიდან მისწერა წერილი სანდრო ცირეკიძეს და თავისი ავადმყოფობის ამბავი შეატყობინა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 24 თებერვალს Სიმონ ბადურაშვილმა სერგო კლდიაშვილს წერილით სთხოვა, სილოვან ხუნდაძისთვის ეკითხა, მიიღო თუ არა გაგზავნილი ლექსი და თუ აპირებდა მის დაბეჭდვას.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის 1893 წლის 6 ოქტომბერს სოფელ სიმონეთში დაიბადა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის ბოლო 4 წლის განმავლობაში ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლე იყო, იქამდე კი ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის მეხუთე კლასში გადავიდა.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის მომავალში სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილის ძმა იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ა. მატიევიჩი ნატანებში ნავთის ქარხნის დაარსებას აპირებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახალციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილესთვის ემზადებოდნენ და თანხას აგროვებდნენ. ღონისძიებას ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატა იხილავდა ქურდობაში ბრალდებულ მიხეილ ელერჯიას საქმეს.