რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-90 წლებში აბაკუმ ალექსის ძე ღიბრაძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-98 წლებში ანტონ სიმონის ძე კუხიანიძე სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადო კრების ბოლო სხდომას, რომელზეც დაამტკიცეს წინა სხდომების ოქმები, შემდეგ გაიმართა თავად-აზნაურთა წინამძღოლების არჩევნები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის მარტში ოლღა გურამიშვილმა დუშეთის თავადაზნაურობის წინამძღოლს წერილობით აცნობა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საქმიანობასა და არჩევნებში დუშეთის მაზრის სახელით მონაწილეობის საკუთარ უფლებას გადასცემდა მეუღლეს, ილია ჭავჭავაძეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძეს დიდუბის ეკლესიის გალავანში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ძეგლის დადგმის თაობაზე ანგარიში სთხოვა. ილია ძეგლის აგებისთვის შექმნილი საგანგებო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას „ქართლის ცხოვრების“ თეიმურაზისეული ნუსხის მიწოდებისთვის და აუწყა, რომ ხელნაწერი უკვე ჩააბარეს ბიბლიოთეკას აკადემიაში დასაბრუნებლად.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რომ „ივერიის“ დროებით რედაქტორად ექვსი თვით ალექსანდრე სარაჯიშვილი დაენიშნათ, რადგან თავად ჯანმრთელობის გამო ექიმებისგან მუშაობა ეკრძალებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 14 ივლისის შემდეგ ილია ჭავჭავაძე პროფესორ ერნსტ ლეიდენის რეკომენდაციით მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კურორტ კარლსბადში (კარლოვი-ვარი) გაემგზავრა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 15 მაისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძე 2 კვირის განმავლობაში ავად იყო. ექიმებმა მას მუშაობა აუკრძალეს და რამდენიმე თვით სოფლად წასვლა და დასვენება ურჩიეს.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 18 მაისს გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებას აცნობა, რომ უკეთესად იყო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 მაისს ილია ჭავჭავაძემ ანტონ ფურცელაძე საგურამოში დაპატიჟა და არტურ ლაისტისა და სხვა სტუმრების აყვანაც სთხოვა.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის მაისში ჟურნალ „კავკაზსკი ვესტნიკში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „ქართველი პოეტები მალოროსიულ ენაზე“, რომელშიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის ლექსების: „გაზაფხული“ (მთარგმნელი „ო. ლ-ი“), „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან...“, „გ. აბხ.“ ( მთარგმნელი ბორის გრინჩენკო), „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“ (მთარგმნელი პავლო გრაბოვსკი) უკრაინული თარგმანები.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას ვერ დაესწრო.