საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 დეკემბერს მარო მაყაშვილი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან ნახევარი წლის გასვლის აღსანიშნავად გამართულ ზეიმს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დეკემბერში ნინო გრიგოლის ასულმა ანდრონიკაშვილმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში დასაქმება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელ დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი წერს, როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა; როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც არ დასჭირვებია გერმანიის დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში ანდრია ბენაშვილი მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში, სადაც მეთაურობდა მე-2 ქვეითი დივიზიის მე-5 პოლკს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერი – 1919 წლის იანვრის პერიოდში გიორგი კვინიტაძე იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერი – 1919 წლის იანვრის პერიოდში გიორგი კვინიტაძე მოხალისედ წავიდა გამწვევ პუნქტში, რათა ოფიცერთა პოლკში რიგით მებრძოლად ჩაწერილიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ბოლოს და 1919 წლის დასაწყისში დავით ართმელაძე დივიზიის ნაწილები და ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სომხეთ საქართველოს ომში და თვითგამოცხადებული სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის” შეიარაღებული ძალების აგრესიის აღკვეთაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, გიორგი წულუკიძე ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად და იქ მყოფი ქართული სამხედრო გარნიზონის უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში გიორგი წულუკიძის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალასთან. წულუკიძე იძულებული გახდა უკან დაეხია და დაეტოვებინა ბორჩალოს მაზრის ქვედა ზონა. დეკემბრის ბოლოს იგი თავისი შენაერთის ნარჩენებთან ერთად შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში გადავიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

სომხეთთან ომის დროს, 1918 წლის დეკემბერში ივანე ციციშვილი სამხედრო შენაერთებს მეთაურობდა ბორჩალოს მაზრის ვორონცოვკის მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალასთან ბრძოლაში მძიმედ დამარცხდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დეკემბრის დასაწყისიდან აბელ მაყაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ გუბერნატორი და იქ გაშლილი ქართული ჯარების სარდალი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს საქმეთა მმართველს ნატანების რაიონის დაცვის უფროსის რკინიგზის პირველი ლიანდაგის განყოფილების უფროსის მიერ თვითნებურად დრეზინის წაღების შესახებ მიმართვა გაუგზავნა და აუწყა, რომ მან დრეზინის დაბრუნების შესახებ სათანადო განკარგულება გასცა, რომელიც ორი დღეში უნდა შესრულებულიყო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ბ. ჩუბინიძემ დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს სალიკვიდაციო განყოფილების გამგე, ინჟინერი ვეისი გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართავს, რომ მისი ბრძანებით შავი ზღვის რკინიგზის მონაკვეთის საწყობიდან სამინისტროს მოსამსახურეებზე გაცემულია 8 ფუთი და 20 ფუნტი ჩაი (ფუთი 20 რუბლად). სამინისტროს კანცელარიამ ეგზეკუტორ ბერიევს დაავალა ჩაის მოსამსახურეებზე გაცემა და მათი ხელფასიდან ღირებულების დაკავება. ამ ფულის ნაწილი მიიღეს სალიკვიდაციო განყოფილების შემდეგი თანამშრომლებისაგან: ვეისი, როდზევიჩი, სეროვი, ბარკოვსკი, ვასილევი, გოპაძე, მალახოვსკი, სოკოლოვსკი, აგიაშვილი, ნაცვალოვი და ჯაფარიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება სკოლების ეროვნულ საფუძველზე მოწყობის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაზე, რაც ზედმეტად ჩათვალეს კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გამოსვლა ცხინვალში სახელმწიფო ხარჯებით გიმნაზიის გახსნის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ. დაადგინეს: სასწავლებლები გაიხსნას თბილისის გუბერნიაში – ბორჯომში, მცხეთაში, თბილისში, ნაძალადევში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ქვემო მაჩხაანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს მესამე ვაჟთა გიმნაზიამ აღძრა შუამდგომლობა სამეურნეო კომიტეტის წევრ ამბარცუმიანის 200 მანეთით დაჯილდოების შესახებ, რაზეც განათლების სამინისტრომ უარი უთხრა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 31 ოქტომბერს განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა წაიკითხა მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის ათმილიონიანი ფონდიდან 15 965 მან. გაღების შესახებ. ძველი სენაკის სკოლა დაარსდა 1884 წელს. მისი ქონება დაგირავებული იყო ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში 9 400 მანეთად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მცირეწლოვან ისაი კეპინოვის თხოვნა გვარის დამკვიდრებაზე. დასკვნისთვის გადასცეს იუსტიციის მინისტრს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა მთიელთა რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მიმართვას ბონების გამოცემაში მონაწილეობის მიღების შესახებ. საკითხის გადაწყვეტა კომისიას მიანდეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება მთიელ ხალხთა რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიმართვის თაობაზე ბოლშევიკებისგან ჩეჩნეთისა და დაღესტნის განთავისუფლების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება გერმანიის მისიისთვის სესხად მიცემული 5 000 000 მანეთის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა საბერძნეთის კონსულის მიმართვას ბინიათ-ოღლების უძრავი ქონებისა და თამბაქოს კონფისკაციის საქმეს. დაადგინეს: დაუყოვნებლივ მოიხსნას რევიზია ბინიათ-ოღლის ქონებაზე და დაუბრუნდეს მას თავისი საქონელი; რაც შეეხება მურად ზაქარიას ძე ბინიათ-ოღლის, მისი საკითხი გადაწყდეს მისი დანაშაულის გამოკვლევის შემდეგ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება კავკავის ოლქის სასამართლოდან პალატაში გადმოცემული საქმეების თერგის ან მთიელ ხალხთა კავშირის რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ. დაადგინეს: გადაეცეს თერგის წარმომადგენელს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება თბილისის სასამართლოს პალატის პროკურორ ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვის თხოვნა თანამდებობიდან განთავისუფლებაზე და დაადგინეს: 1-ლი დეკემბრიდან განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, მის ადგილას დაინიშნოს ქუთაისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ანტონ სტეფანეს ძე გელაზარიშვილი.