რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს ჟურნალისტის თანაშემწე ნაცვლიშვილს კოლეგიის მსაჯულის წოდება მიენიჭა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ დიდუბის სკოლის მასწავლებლად პეტროვი დაინიშნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვის საიუბiლეო საღამოზე ადრესის წასაკითხად და საჩუქრის გადასაცემად სოფრომ ტარუაშვილი გაეგზავნათ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ერევნის საგუბერნიო სამმართველოს მოხელე გიორგი ჩხარტიშვილი კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტიდან ნ. ი. აბრამოვიჩმა სახაზინო თეატრში ლექციების კითხვა დაიწყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს გედევან გედევანოვის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო საღამო გაიმართა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს დაგეგმილ გედევან გედევანოვის საიუბილეო საღამოსთვის ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილს ორ დამხმარესთან ერთად აპოთეოზის მოწყობა დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვი ჭიათურაში მიეწვია, საიუბილეო წარმოდგენა იქაც გაემართა და შემოსული თანხა იუბილარისთვის გადაეცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ დიდუბის სკოლის მასწავლებლად დანიშნულმა სედოვმა თანამდებობაზე უარი თქვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საეკლესიო სამრევლო სკოლებისა და თბილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელი მ. მ. შარაბიძე ქუთაისის გიმნაზიაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოლოლაკის გვირაბის კონცესიისათვის საჭირო გახდა სოლოლაკის მთის გამოკვლევა. კვლევის ჩასატარებლად აუცილებელი იყო 500 მანეთი, რომელიც ქალაქის გამგეობამ გ. ა. ხატისოვსა და პეტრე ბრაილოვსკის სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახალი დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე მებურიშვილი სურამის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებიდან ბათუმის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში გამართულ ილია კარგარეთელის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

